გუნება-განწყობილების აშლილობა

Mood Disorder

გუნება-განწყობილების აშლილობება  სხვადასხვა ფსიქოლოგიურ სინდრომს მოიცავს, რომელთაც გუნება-გაწყობილებების დაღრვევები აერთიანებთ. ამ ტიპის აშლილობებისათვის ემოციური პრობლემებია წამყვანი, რასაც თან ერთვის კოგნიტური, ქცევითი და სომატური (ფიზიკური სიმპტომების) არსებობა და პრობლემები ინტერპერსონალურ ურთიერთობებში.

გუნება- განწყობა შეიძლება განვსაზღვროთ როგორც პიროვნების ხანგრძლივი, ემოციური ფონი, რომელიც მთლიანად განაპირობებს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. დღესდღეობით ამ აშლილობის საკლასიფიკაციოდ განსხვავებული სისტემები გამოიყენება, თუმცა თითოეული მათგანი ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ გუნება-განწყობა შეიძლება იყოს უნიპოლარული ტიპის - ლიმიტირებული დეპრესიამდე ან ბიპოლარული - მანიის/ჰიპომანიისა და დეპრესიის მონაცვლეობით. ამასთანავე, დიაგნოსტირებისათვის მნიშვნელოვანია, რამდენ ხანს გრძელდება ემოციური დარღვევები. რაც შეეხება ეპიდემიოლოგიას და გავრცელების ხარისხს - როგორც კვლევები აჩვენებს ამ ტიპის აშლილობები  მოზრდილთა დაახლოები 19 % - ს აღენიშნება.

ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს ახალ მე -5 გამოცემაში (DSM-5) გამოცემაში გუნება-განწყობილების აშლილობების დიაგნოსტირების კრიტერიუმები მცირედით თუმცა მნიშვნელოვნად შეიცვალა: სინდრომი ორი სხვადასხვა კატეგორიად გაიყო: 1.ბიპოლარულ და მასთან დაკავშირებულ აშლილობებად; 2. დეპრესიულ აშლილობებად. გარდა ამისა, დეპრესიულ აშლილობათა ჩამონათვალს სამი ახალი მდგომარეობა დაემატა და ამჟამად გუნება-განწყობილების სინდრომში შემდეგი ტიპის აშლილობები ერთიანდება: 

ნორმალური გუნება-განწყობილება და აშლილობა ბევრი ასპექტით გვანან ერთმანეთს- პირველ რიგში ცვალებადობით. მაგრამ განსხვავება გამოიხატება ისეთ მნიშვნელოვან მახასიათებლებში, როგორიც არის მაგალითად, ძილის, ენერგიისა და მადის ცვლილებები. უნდა გავახსოვდეს, რომ გუნება-განწყობილების აშლილობების შემთხვევაში გუნება-განწყობილების ცვალებადობა აშლილობის მხოლოდ ერთი  და არა ერთადერთი კომპონენტია.

ამასთანავე, დეპრესიულ მდგომარეობაში ყოფნა ძალიან განსხვავდება ნორმალური მოწყენილობისა და ცუდ განწყობაზე ყოფნისაგან. ამას ადასტურებს კვლევები ცდის პირებზე, რომლებსაც აქვთ დეპრესია. როგორც აღმოჩნდა დეპრესიის განცდა სუბიექტურ გამოცდილებაში მნიშვნელოვნად განსხვავდება ნორმალური მოწყენილობისაგან. კიდევ ერთი განმასხვავებელი ფაქტორი, რომლითაც შესაძლებელია ნორმასა და აშლილობას შორის გამყოფი ხაზის გავლება - ხანგრძლივობაა. როგორც წესი, ნორმალურ შემთხვევაში ცუდი განწყობა 2 კვირაზე მეტ ხანს არ გრძელდება, ხოლო გუნება-განწყობილების აშლილობების შემთხვევაში ამგვარი განწყობა შესაძლოა 2 კვირა და უფრო მეტი გაგრძელდეს და ყოველდღიურ ცუდ ხასიათზე ყოფნაში გამოიხატოს, რასაც სამომავლოდ მნიშვნელოვანი პრედიქტული ღირებულება აქვს აშლილობის წინასწარმეტყველებაში.

ბოლო ფაქტორი, რომელიც განასხვავებს გუნება-განწყობილების ნორმალურ ცვალებადობას აშლილობისგან არის მედიკამენტების ეფქტურობა. ის წამლები, რომლებიც გამოიყენება აშლილობის სამკურნალოდ, იმავე ზემოქმედებას არ ახდენს ნორმალურ გუნება-განწყობილებაზე. ნორმალური ცვალებადობის შემთხვევაში ანტიდეპრესანტები არ აყენებს ადამიანს ნორმალურ განწყობაზე და არ ხდის უფრო ბედნიერს, ისევე როგორც მანიის საწინააღმდეგო მედიკამენტები არ თრგუნავენ ნორმის ფარგლებში არსებულ აგზნებადობასა და ენთუზიაზმს.

გუნება-განწყობილების აშლილობის გამომწვევი მიზეზები

გუნება-განწყობილების აშლილობის ჩამოყალიბებაში წვლილი მემკვიდრეობითობას, ბიოქიმიურ პროცესებს, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებს შეაქვთ, რომლებიც ძირითად გამომწვევ მიზეზებად სახელდებიან.

მიიჩნევა, რომ  ბიპოლარული აშლილობის მიმართ მოწყვლადობა გენეტიკურია, მაშინ როდესაც უნიპოლარული აშლილობის შემთხვევაში უფრო დიდი წვლილი გარემო ფაქტორებს ენიჭება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ორივე შემთხვევაში, იქნება ეს მანიაკალური ეპიზოდი თუ დეპრესია, პიროვნება, რომელსაც ბიპოლარული აშლილობა აქვს, ძლიერ ცხოვრებისეულ სტრესს განიცდის. მაგალითად, მტრული კრიტიკაა ოჯახის წევრების მხრიდან მნიშვნელოვან ტრიგერს წარმოადგენს, რომელმაც შესაძლოა გამოჯანმრთელებული ბიპოლარული აშლილობის მქონე პირი ისევ დააბრუნოს მწვავე სტადიაში.

დეპრესიის შემთხვევაში ბიოქიმიური პროცესების როლსა და წვლილზე მიუთთებს იმ მედიკამენტების ეფექტურობა, რომლებიც ნეიროტრანსმიტერებზე მოქმედებენ. დეპრესიულ პაციენტებში ხშირად გვხვდება ჰიპოფიზის ანომალიებიც. თუმცა ისიც გასათვალისწიენბელია, რომ ზოგიერთი კვლევის მიხედვით დეპრესიულ ცდის პირთა გარკვეულ ნაწილს არ აღენიშნება არავითარი ბიოლოგიური ანომალიები.

როგორც ტყუპებსა და ნაშვილებ ბავშვებზე ჩატარებული კვლევები ადასტურებენ, მონოზიგოტურ ტყუპებში, ნაშვილები ბავშვებისგან განსხვავებით, გენეტიკისა და მემკვიდრეობითობის როლი საკმაოდ მაღალია, რადგან როდესაც  ერთ ტყუპის ცალს აღმოუცენდება აშლილობა, 67%-ია შანსი, რომ მეორესაც აღმოაჩნდეს იგივე დაავადება. აშლილობის განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს სოციალური გარემოც. მაგალითად სოციალური მხარდაჭერის ნაკლელობა და სტრესული ცხოვრებისეული მოვლენები ხელს უწყობენ აშლილობის განვითარებას.

არსებობს არაერთი მიდგომა, მათ შორის ფსიქოდინამიკური, კოგნიტურ-ბიჰევიორალური და ინტერპერსონალური, რომლებიც ცდილობენ ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან ახსნან აშლილობების გამომწვევი მიზეზები.

ადრეული ფსიქოდინამიკური თეორიები ხაზს უსვამდნენ ბავშობაში განცდილი დანაკარგის როლს დაავადების აღმოცენებაში. თანამედროვე კოგნიტური თეორიები, მათ შორის, ბეკის მიერ შექმნილი თეორიაც ხაზს ყურადღებას ნეგატიური აზრონვნების სტილზე ამახვილებს. ინტერპერსონალურ თეორიებში მნიშვნელოვანია არამხარდამჭერი ურთიერთობები და დამანგრეველი ცხოვრებისეული სტრესული მოვლენები. ბიჰევიორალური მიდგომა დეპრესიის ჩამოყალიბებას გარემოდან არასაკმარისი რაოდენობით წამოსულ დადებით განმტკიცებას და ბევრ სასჯელს მიაწერს.

რა თქმა უნდა, ზემოთ თქმულთაგან ვერც ერთი ფატორი ვერ ახერხებს აშლილობების ბუნებისა და გამომწვევი მიზეზების სრულყოფილ ახსნას, და ჯერჯერობით არ მოიპოვება ერთიანი ადეკვატური ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც მოხდებოდა გამომწვევი მიზეზების სისტემურად, სტრუქტურულად და შინაარსობრივად დამაკმაყოფილებელი  ახსნის მოძებნა.

მკურნალობა

გუნება-განწყობილების აშლილობების მკურნალობა ფსიქოთერაპიას, მედიკამენტურ ჩარევასა და ზოგიერთი დეპრესიული ფორმის შემთხვევაში ელექტროკონვულსიურ თერაპიასაც მოიცავს. გავრცელებულია მოსაზრება, რომ ბიპოლარული აშილობების გრძელვადიანი მკურნალობისათვის საჭიროა ლითიუმისა და  განწყობის მარეგულირებელი სხვა მედიკამენტების გამოყენება. მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების მხრიდან მხარდაჭერა და ჩართულობა, რათა პაციენტმა მოახერხოს გამკლავების სტილის გაუმჯობესება და თავიდან აირიდოს კონფლიქტები. როგორც წესი, მედიკამენტებთან ერთად ამ პროფილის პაციენტები  მოკლევადიან კოგნიტურ ან ინტერპერსონალურ თერაპიასაც გადიან.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

Parker G.F. (2014) DSM – 5 and psychotic and Mood disorders. American Academy of Psychiatry and the Law. Retrived from http://www.jaapl.org/content/42/2/182.full ; 23.02.2015

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

American Psychiatric Publishing – DSM -5 table of contents ; Retrived from www.psychiatry.org/file%20library/practice/dsm/dsm-5/dsm-5-toc.pdf ; 23.02.2015.

კატეგორია: 
ავტორები: