მიზოგინია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Misogyny

მიზოგინია (ბერძნულად: μῖσος - სიძულვილი, γυνή - ქალი) ქალების მიმართ იმპლიციტურ თუ ექსპლიციტურ სიძულვილს აღნიშნავს. დასავლურ ფილოსოფიაში მიზოგინიას ხშირად ვაწყდებით. ამის მაგალითებია არისტოტელეს მიერ ქალის პოლიტიკური რაციონალურობის დაბალი შეფასება; ავგუსტინეს რწმენა, რომ ქალი, კაცისგან განსხვავებით, ღვთის ხატად არ არის შექმნილი; რუსოს მიერ ქალის არასრულფასოვან არსებად და მხოლოდ სექსუალურ სუბიექტად წარმოჩენა; მარქსის მიერ ქალის, როგორც საშიში და ბუნებასთან ზედმეტად დაახლოებული ქმნილების დახატვა. ლიტერატურის ფემინისტი მკვლევრები სოციალურ მიზოგინიას იკვლევენ ისეთი ცნობილი მწერლების ნაშრომებში, როგორიც, მაგალითად, ჰენრი მილერია. კულტურის მკვლევარი ფემინისტები კი საუბრობენ მიზოგონიაზე, რომელიც ქალის ობიექტივაციას უწყობს ხელს მედიასა თუ რეკლამის სფეროში და მათ მხოლოდ სექსუალური სურვილის ობიექტად წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ მიზოგინია დაკავშირებულია სექსიზმის ცნებასთან, ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდება. მიზოგონია ქალების მიმართ უფრო შინაგან, ფსიქოლოგიურ სიძულვილსა და შიშზე ამახვილებს ყურადღებას, ხოლო სექსიზმი ქალის სისტემურ ჩაგვრას  უსვამს ხაზს.

იხილეთ, აგრეთვე: სექსიზმი, პატრიარქატი

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Code L. (2000), Encyclopedia of Feminist Theories, Routlege.

კატეგორია: 
ავტორები: