სექსიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Sexism

ტერმინი „სექსიზმი“ მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან დამკვიდრდა სოციალური წესრიგის იმ სისტემური და სტრუქტურული თავისებურების აღსანიშნავად, რომელიც საფუძვლად უდევს მამაკაცების მიერ ქალების ჩაგვრას. უფრო ვიწრო მნიშვნელობით, „სექსიზმი“ ნიშნავს ადამიანის დისკრიმინაციას ან მის წინასწარგანწყობით შეფასებას მისი სქესის/გენდერის საფუძველზე. სექსისტური პრაქტიკებისა და დამოკიდებულებების დიაპაზონი დიდია. სექსიზმი შეიძლება გამოიხატებოდეს ქალის, როგორც ფიზიკურად ან მენტალურად მამკაცზე ნაკლებად ღირებულის ან უნარიანის შეფასებაში,  ქალის მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებაში საზოგადო თუ პირად სფეროში, ქალის აქტიურ გამორიცხვაში ცხოვრებისა და საქმიანობის გარკვეული სფეროებიდან და სხვა. სექსიზმის მნიშვნელოვანი წყაროა გენდერული როლების შესახებ ტრადიციული სტერეოტიპები.

სამუშაო ადგილებზე სექსიზმი გამოიხატება იმ დისკრიმინაციულ პრაქტიკებში, რომელიც განსაზღვრავს ქალისადმი მამაკაცისაგან განსხვავებულ დამოკიდებულებას; ამის უშუალო შედეგია განსხვავება წამყვან პოზიციებზე ქალებისა და მამაკაცების რაოდენობაში, მათ ანაზღაურებაში და სხვა.

ზოგიერთი მკვლევარი გამოყოფს ერთმანეთისაგან სექსიზმის სხვადასხვა დონეს: ინსტიტუციურს, ინტერპრესონალურს და არაცნობიერ სექსიზმს. ინსტიტუციური სექსიზმი გულისხმობს იმ სექსისტურ წესებს, რომლებიც დაკანონებულია სოციალური ინსტიტუტებით. ამის ნათელი მაგალითია მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესია, სადაც მღვდლად გახდომის უფლება მხოლოდ მამაკაცებს აქვთ. ინტერპერსონალური სექსიზმთან საქმე გვაქვს მაშინ, როდესაც სექსისტურ პრაქტიკას კონკრეტული ადამიანები ახორციელებენ. მაგალითად, როდესაც მშობლები არ აძლევენ თავიანთ ქალიშვილს უფლებას ითამაშონ სტერეოტიპულად ბიჭური თამაშები. არაცნობიერი სექსიზმი მოიცავს იმ ფსიქოლოგიურ მექანიზმებს, ემოციებსა და წინასწარ განწყობებს, რომლებიც ქმნიან და ხელს უწყობენ სექსიზმს. ამ თეორიის მიხედვით, ძალაუფლების მქონე ადამიანებს გაუცნობიერებლად აქვთ სექსისტური წინასწარგანწყობები, რაც განაპირობებს იმას, რომ ისინი, სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა მიზეზის მოშველიებით, ყოველთვის უპირატესობას ანიჭებენ მამაკაცებს ქალებთან შედარებით, თუმცა კი ცნობიერ დონეზე არ აღიარებენ, რომ მათი მსგავსი არჩევანი განპირობებული იყო სექსისტური სტერეოტიპებით.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Cudd A. and Jones L. (2003), Sexism, in Cudd A. and Andreasen R., Feminist Theory: A Philosophical Anthology, Wiley-Blackwell, pp. 73-83

კატეგორია: 
ავტორები: