მილიტარიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Militarism

პოლიტიკა, რომელიც მოითხოვს სახელმწიფოს სამხედრო ძლიერების მაქსიმალურ ზრდას, გამალებულ შეიარაღებას, ეკონომიკისა და იდეოლოგიის დაქვემდებარებას სამხედრო მიზნებისათვის და სამოქალაქო ცხოვრებაზე სამხედრო კონტროლს. მ–ის დროს სახელმწიფოს მთელი ძალისხმევა მიმართულია ერთი მიზნისაკენ – მიაღწიოს სამხედრო უპირატესობას სხვა ქვეყნებთან შედარებით, შექმნას მძლავრი პოტენციალი სხვა სახელმწიფოების მიმართ ექსპანსიისა და დაპყრობითი ომებისათვის. მ–ის დონეზე წარმოდგენას იძლევა სამხედრო ხარჯების ხვედრითი წილი ქვეყნის ბიუჯეტში და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის როლი ეკონომიკაში. ეს მაჩვენებლები განსაკუთრებით მაღალი იყო ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში, აგრეთვე, ავტორიტარული რეჟიმის მქონე ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში (ერაყი, სირია, ანგოლა და სხვა). მ–ის კლასიკური მაგალითებია პოლიტიკა, რომელიც გაბატონებული იყო ლათინური ამერიკის ქვეყნებში გასული ს–ის 50-70-იან წლებში, იაპონიაში 20-30-იან წლებში, იტალიასა და გერმანიაში 30-იან წლებში. XX ს–ის 90-იან წლებში დაძაბულობის შენელების სასარგებლოდ მსოფლიოში მომხდარი კარდინალური ცვლილებების შედეგად, რასაც ხელს უწყობდა და უწყობს გაეროს სისტემაში არსებული საკონტროლო მექანიზმები და საერთაშორისო ხელშეკრულებები შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე. მ–ის პოლიტიკა მსოფლიო მასშტაბით საგრძნობლად შესუსტდა.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: