იდეოლოგია

Ideology

ტერმინი „იდეოლოგია“ პირველად მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში დამკვიდრდა. მას შემდეგ ამ ტერმინმა ურთიერთსაპირისპირო დატვირთვა შეიძინა. არსებობს „იდეოლოგიის“ უარყოფითი და ნეიტრალური მნიშვნელობა. ერთი მნიშვნელობით ეს არის იდეებისა და შეხედულებების რაციონალური სისტემა. მეორე მნიშვნელობით ეს არის „ყალბი ცნობიერება“, რომლის მიზანია ჩაგრული ფენის შეცდომაში შეყვანა და ასე მათი მორჩილების მიღწევა.

იდეოლოგიის ცნების თეორიულ გააზრებას ცენტრალური ადგილი ეთმობა მარქსისტ-სოციალისტი ფემინისტების ნაშრომებში. მარქსისტი ფემინისტების თვალსაზრისით, გენდერული უთანასწორობის ფემინისტური გააზრებისთვის აუცილებელია იდეოლოგიის კრიტიკა. ფემინისტები მიიჩნევენ, რომ არსებობს „პატრიარქალური იდეოლოგია“, რომელიც ქალებსა და კაცებს ქცევის წესებს კარნახობს და გამართლებულად წარმოაჩენს მათ შორის უფლებებისა და მოვალეობების იმ განაწილებას, რომლებიც პატრიარქატისთვისაა დამახასიათებელი. სოციალური იერარქია აყალიბებს ჰეგემონურ დისკურსს, რომელიც გავლენას ახდენს სოციუმის წევრების ცნობიერებასა და ყოფაზე. ფემინისტების აზრით, ქალებზე ძალადობის უმთავრესი მიზეზი პატრიარქალური იდეოლოგიაა. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Code, L. (Ed.). (2000). Encyclopedia of Feminist Theories. London & New York:   Routledge. 

კატეგორია: 
ავტორები: