მეტამეხსიერება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Metamemory

იმპლიციტური ან ექსპლიციტური ცოდნა მეხსიერების უნარებისა და ეფექტური სტრატეგოების შესახებ, მეხსიერების შემეცნება.

აუცილებლად გექნებათ გამოცდილებაში ისეთი შემთხვევა, როცა რაღაცის გახსენებას ცდილობთ: ყველაფერს  აკეთებთ, რომ კოდირების სიტუაციის ამსახველი მიმნიშნებლები გამოიყენოთ, მაგრამ მაინც ვერაფერს იგონებთ. იმის მიზეზი, რომ ამდენ ძალისხმევას ხარჯავთ დავიწყებულის მოგონება, ნაწილობრივ, თქვენი დარწმუნებულობაა, რომ ეს რაღაც ნამდვილად იცით. სწორედ ეს განცდა, რომ იცით ის, რაც იცით, არის მეტამეხსიერება ანუ ცოდნა ცოდნის შესახებ. მეტამეხსიერების მთავარი კითხვაა: როდის და რატომ ინახება მეხსიერებაში განცდა იმისა, რომ ვიცით.

ეს განცდა პირველად ჯ. თ. ჰარტმა (J. T. Hart) შეისწავლა. მან კვლევა დაიწყო იმით, რომ სტუდენტებს ზოგადი განათლებიდან უსვამდა კითხვებს. მაგალითად, „მზის სისტემაში რომელი პლანეტაა ყველაზე დიდი?“ იცით ამ კითხვაზე პასუხი? თუ არ იცით, როგორ მოიქცეოდით, რომელ პასუხს აირჩევდით ამ სიტუაციაში: „მიუხედავად იმისა, რომ ახლა არ მახსოვს პასუხი, ვიცი, რომ რამდენიმე არასწორ პასუხს შორის ავირჩევდი სწორს“. მსგავს კითხვებს უსვამდა ჰარტი თავის ცდის პირებს. პასუხებში დარწმუნებულობა მათ 1-დან, („საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ ვერ ავირჩევ სწორად მრავლობითი არჩევანიდან“) 6-დე ქულებით უნდა შეეფასებინათ („სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ სწორად ავირჩევ“). თქვენ როგორ გაანაწილებდით ქულებს? აი, ეს ალტერნატივები: (ა) პლუტონი, (ბ) ვენერა, (გ) დედამიწა, (დ) იუპიტერი.

თუ ყურადღებით დააკვირდებით დარწმუნებულობის „ვგრძნობ, რომ ვიცი“ განცდას, მაშინ სწორ პასუხს იმ შემთხვევაში დაასახელებთ („დ“-ს), თუ შეფასება იქნება 6, ხოლო მის აღნიშნვას ნაკლები ალბათობა ექნება, თუ შეფასება 1 იქნება (სანდო პასუხი რომ მივიღოთ, რა თქმა უნდა, კითხვათა დიდი რაოდენობაა საჭირო). ჰარტის მიხედვით, ვისაც 1 ქულით აქვს თავისი დარწმუნებულობა შეფასებული, 30%-ით ნაკლებ სწორ პასუხებს იძლევა მაშინ, როდესაც 6 ქულა 75%-იან წარმატებას უზრუნველყოფს. ეს ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ „ვგრძნობ, რომ ვიცი“ განცდა შეიძლება ზუსტი ინდიკატორი იყოს.

მეტამეხსიერების კვლევები მიმართულია როგორც იმ პროცესებზე, რომლებიც „ვგრძნობ, რომ ვიცი“ განცდას იწვევენ, ასევე იმაზე, როგორ მიიღწევა შეფასების სიზუსტე. მიმანიშნებელის ნაცნობობის ჰიპოთეზის მიხედვით, ადამიანები თავისი „ვგრძნობ, რომ ვიცი“ განცდის დროს მიმანიშნებელის ნაცნობობას ემყარებიან. მაგალითად, როდესაც გეკითხებიან: „რა ერქვა ბეთჰოვენს?“, თუ ადრე გაგიგიათ მის შესახებ, შეიძლება გაგიჩნდეთ აზრი, რომ რამდენიმე ალტერნატივიდან ამოიცნობთ მის სახელს ანუ სწორ პასუხს. მისაწვდომობის ჰიპოთეზის მიხედვით, ადამიანი ცდილობს არასრული ინფორმაციიდან სწორი პასუხის წვდომას. ამრიგად, თუ კითხვა: „რა ერქვა ბეთჰოვენს?“, თქვენში ადვილად აღძრავს ინფორმაციას, რომელიც, თქვენი აზრით, ამ კითხვაზე სწორ პასუხთან არის დაკავშირებული, გაგიჩნდებათ განცდა, რომ სწორ პასუხს ადვილად გამოიცნობთ. ორივე თეორიას გააჩნია ემპირიული დასაბუთება და ორივეში იგულისხმება, რომ თქვენ შეგიძლიათ ენდოთ თქვენს გრძნობას, როდესაც დარწმუნებული ხართ, რომ იცით რაღაც.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: