გონებრივი ჩამორჩენილობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Mental Retardation

მდგომარეობა, როცა ინდივიდების ინტელექტის კოეფიციენტის (IQ) ქულები მერყეობს 70-დან 75-მდე ინტერვალში ან მასზე ნაკლებია, ასევე, როცა შეზღუდულია ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრისთვის საჭირო ადაპტაციის უნარ-ჩვევების შემუშავების უნარი.

ინტელექტის კოეფიციენტის ქულები ისეა ნორმირებული, რომ 100 ქულა პოპულაციის საშუალოა ანუ იმდენივე ადამიანის ქულაა 100-ის ზემოთ, რამდენიც 100-ის ქვემოთ. 90-სა და 110-ს შორის ქულათა დიაპაზონი მიჩნეულია ნორმად. 120 ქულაზე მეტი განიხილება, როგორც „მაღალი“ ან „ძალიან მაღალი“, 70 ქულაზე დაბალი მაჩვენებლები კი გონებრივი უუნარობის მზარდ დონეებს შეესაბამება (იხ. სურათი).

როდესავ 18 წლამდე ასაკის ინდივიდები აგროვებენ ვალიდურ IQ ქულებს 70-75 შუალედში ან უფრო ქვემოთ, ისინი გონებრივი ჩამორჩენილობის ერთ-ერთ კრიტერიუმს შეესაბამებიან, მაგრამ როგორც ცხრილშია (იხ. ცხრილი) მოცემული, გონებრივად ჩამორჩენილად რომ ჩაითვალონ, ინდივიდებმა ცხოვრ3ბისეულ ამოცანებთან დაკავშირებული ჩვევები შეძენის შეზღუდული უნარიც უნდა გამოავლინონ. ადრეულ წლებში IQ ქულები მსუბუქი, ზომიერი, ძლიერი და ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობის კლასიფიცირებისათვის გამოიყენებოდა, მაგრამ ადაპტაციურ ჩვევებზე თანამედროვე შეხედულებამ ექსპერტებს ამ ტერმინოლოგიის უარყოფა უკარნახა ისეთი უფრო ზუსტი აღწერების სასარგებლოდ, როგორიცაა „გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე პიროვნება, რომელიც ექსტენსიურ მხარდაჭერას საჭიროებს სოციალური უნარებისა და საკუთარი თავის მართვის სფეროებში“ ან „გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე პიროვნება რომელიც კომუნიკაციასა და სოციალურ ჩვევებში მცირე მხარდაჭერას საჭიროებს. 

ცხრილი: გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოზი.

გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოზის დასმა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ:

  • ინდივიდის IQ არის, დაახლოებით, 70-75 ან უფრო დაბალი;
  • დასტურდება მნიშვნელოვანი უნარშეზღუდულობა ორი ან მეტი საადაპტაციო უნარის სფეროში; ეს სფეროებია:
  • კომუნიკაცია: ლინგვისტური და არალინგვისტური (მაგალითად, სახის გამომეტყველება) საშუალებებით;
  • ინფორმაციის გაგებისა და გამოხატვის უნართან დაკავშირებული ჩვევები;
  • თავის მოვლა:ტუალეტის, კვების, ჩაცმის, ჰიგიენასა და გარეგნობაზე ზრუნვის ჩვევები;
  • საოჯახო ყოფა: სახლში ფუნქციონირების ჩვევები, როგორიც არის საოჯახო მეურნეობის გაძღოლადა ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა;
  • სოციალური: სხვა ადამიანებთან სოციალური ურთიერთობის უნარები
  • კომუნალური რესურსებით სარგებლობა:კომუნალური რესურსებით სარგებლობის უნარი, როგორიც არის სასურსათო მაღაზიაში საყიდლებზე სიარული და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება;
  • საკუთარი თავის მართვა: გადაწყვეტილების მიღებისა და დახმარების მოძიებასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები;
  • ჯანმრთელობა და უსაფრთხოება: საკუთარი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებასთან დაკავშირებული ჩვევები;
  • ფუნქციონალური მიმართულების ცოდნა:აკადემიური საგნების ათვისებასთან დაკავშირებული უნარები (როგორიც არის კითხვა და მათემატიკა), რასაც წვლილი შეაქვს დამოუკიდებელი ცხოვრებისას მიზნის განხორციელებაში;
  • თავისუფალი დრო (მოცალეობა): თავისუფალი დროის გამოყენებისა და დასვენების ინტერესებთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები;
  • სამუშაო: ნაწილობრივი ან სრული დატვირთვით მუშაობასთან დაკავშირებული უნარები.
  • ჩამორჩენილობა ვლინდება 18 წლამდე ასაკში.

***

გამოყენებული ლიტერატურა 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: