Measurement Scales
სოციალური გაზომვის ძირითადი ინსტრუმენტი, ეტალონის სახით წარმოადგენს მნიშვნელობათა ამა თუ იმ ერთობლიობის ფიქსაციის საშუალებას. სკალა დაადგენს ინდიკატორების გარკვეულ თანმიმდევრობას. იგი სტატისტიკური მასალის ანალიზის საშუალებაა. გასაზომი ნიშნების ხასიათისა და მათი ანალიზის ამოცანებიდან გამომდინარე, სხვადასხვაგვარი სკალები გამოიყენება: ნომინალური (ობიექტების, მათი ნიშნების კლასიფიკაციისათვის), რიგის (ნიშნის გამოვლენის ინტენსივობის შესადარებლად მატების ან კლების მიხედვით), რანგული (რანგების, რიგობრივი დამოკიდებულებების დასადგენად), ინტერვალური (ნიშნის ამა თუ იმ თვისების ინტენსივობის ანალიზისათვის), დამოკიდებულებების (პროპორციების დამოკიდებულებათა ასახვისათვის). (იხ. აგრ. სკალირება)
კატეგორია: