Scale
ერთეულთა გარკვეული მეტრული სისტემა, რომელიც მოცემულ კონტინუუმში განლაგებული შესასწავლი მოვლენების გაზომვის ერთიან მასშტაბად გამოიყენება. ს. კონტინუუმის თანაბარ ნაწილებად დაყოფაა, რაც მოსახერხებელს ხდის ამ დაყოფის გამოყენებას შედარების ინსტრუმენტად. ს. შეიძლება ეწოდოს იმ ალგორითმს, რომლის მეშვეობითაც ყოველ შესასწავლ ობიექტს შესაბამისად რაღაც რიცხვი მიეწერება. ობიექტს მიწერილ რიცხვებს ამ ობიექტების სკალურ მნიშვნელობებს ვუწოდებთ.
კატეგორია: