დოკუმენტი, რომელიც ასახავს პოლიტიკური პარტიის პროგრამას, რომლის განხორციელებასაც პარტია აპირებს ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემთხვევაში. როგორც წესი, მ. უფრო შიდაპარტიული ფრაქციების კომპრომისს ასახავს, ვიდრე მათი მოქმედების შეთანხმებულ პროგრამას. მ–ად იწოდებოდა მარქსისა და ენგელსის მიერ 1848 წელს კომუნისტების კავშირის მითითებით დაწერილი კომუნისტური პარტიის პროგრამული დოკუმენტი, რომელიც, ამავე დროს, თავად მარქსის შეხედულებების ევოლუციის მნიშვნელოვან ეტაპს გამოხატავს. ამ დოკუმენტში ცალსახადაა განსაზღვრული კაპიტალიზმის გარდაუვალი დაღუპვის, პროლეტარიატის მსოფლიო ისტორიული მისიისა და უკლასო საზოგადოების – კომუნიზმის დადგომის აუცილებლობის იდეა.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი