კაპიტალისტური საზოგადოების კლასი, რომლის შემოსავლისა და, შესაბამისად, არსებობის ძირითად წყაროს მის ხელთ არსებული ერთადერთი საშუალება - შრომა და ამ შრომის ანაზღაურება წარმოადგენს. ეს ტერმინი ხშირად გამოიყენება „მშრომელთა კლასის“ სინონიმად, თუმცა მარქსისტები, რომელთაც განსაკუთრებით დეტალურად დაამუშავს პ-ის თეორია, ერთმანეთისაგან მიჯნავდნენ ამ ორ ტერმინს იმ მოტივით, რომ მშრომელთა კლასი ყველა კლასობრივ საზოგადოებაში არსებობდა, მაშინ როდესაც პ. ევროპაში წარმოიშვა მხოლოდ XIX ს-ში საწარმოო რევოლუციის შედეგად. მარქსისტული თეორია პ-ს საგანგებო ისტორიულ-სოციალურ ფუნქციას აკისტრებს; მან უნდა მოახდინოს რევოლუცია, დაამყაროს დიქტატურა და მოამზადოს პირობები უკლასო საზოგადოებაზე, კომუნიზმზე გადასასვლალად.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი