დაკვირვებადი სიზმრები

Error message

  • Notice: Trying to access array offset on value of type int in element_children() (line 6609 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).

  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Lucid Dreaming

დაკვირვებადი სიზმრები ეწოდება მდგომარეობას, რომლის დროსაც, ინდივიდი, რომელსაც ძინავს და სიზმარს ნახულობს, აცნობიერებს ამ მდგომარეობას და შეუძლია სიზმრის შინაარსის მანიპულაცია, კონტროლი და მიმართულების მიცემა.

დაკვირვებადი სიზმრების თეორიის მომხრეთა აზრით, სიზმრის ხედვის პროცესის ცნობიერი აღქმა დასწავლილი უნარია, რომელიც გავარჯიშებით მიიღწევა. ერთ-ერთი მკვლევარი, სტეფან ლაბერგი დარწმუნებულია, რომ სიზმრის პროცესის მიმდინარეობაზე კონტროლის ფლობა ჯანსაღი ქცევაა, რომელიც საშუალებას აძლევს ინდივიდს, გახდეს უფრო თვითდარწმუნებული და საკუთარი პიროვნული ინტერესებისა და სურვილების შესაბამისად წარმართოს და დაასრულოს სიზმრები.

დაკვირვებადი სიზმრების არსებობის დასადასტურებლად, თეორიის მომხრეები ექსპერიმენტული კვლევის შედეგებს იმოწმებენ. ერთ-ერთ ასეთ კვლევაში ლაბერგმა და კოლეგებმა  დაკვირვებადი სიზმრების გამოცდილების მქონე ცდის პირებს სთხოვეს, თვალების გააზრებული მოძრაობის რომელიმე პატერნი განეხორციელებინათ, როგორც კი გააცნობიერებდნენ, რომ სიზმარს ხედავდნენ. მოცემული ექსპერიმენტი ეყრდნობოდა წინა კვლევებს, რომელთა მიხედვითაც, REM ძილის პროცესში თვალების ზოგიერთი მოძრაობა მძინარე ადამიანის მზერის მიმართულებას ემთხვევა. ექსპერიმენტის შედეგად აღმოჩნდა, რომ ცდის პირები REM ძილის პერიოდში ნამდვილად ხედავდნენ დაკვირვებად სიზმრებს.

ზოგიერთი ფსიქოთერაპევტი, რომელიც სიზმრების ანალიზის მეთოდით მუშაობს, აკრიტიკებს დაკვირვებადი სიზმრების გამოყენების პრაქტიკას. მათი აზრით, ამგვარი პროცედურები სიზმრის ბუნებრივ მიმდინარეობას აფერხებს და ხელს უშლის. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

კატეგორია: 
ავტორები: