ოდნავ შესამჩნევი სხვაობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Just Noticeable Difference (JND)

სხვაობის ზღურბლის სიდიდე ცნობილია, როგორც ოდნავ შესამჩნევი სხვაობა. ეს არის ნებისმიერი ორი შეგრძნების ფსიქოლოგიური განსხვავების სიდიდის საზომი რაოდენობრივი ერთეული, უმცირესი განსხვავება ორ შეგრძნებას შორის, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს განსხვავებულად. ვებერის კანონიდან გამომდინარე, რაც უფრო დიდია ან უფრო ინტენსიურია სტანდარტული სტიმული, მით უფრო დიდი ნამატია საჭირო ოდნავ შესამჩნევი სხვაობის მისაღებად.

მაგალითად, რაც უფრო დიდია სტანდარტული სიდიდე, ვთქვათ, ხაზის სიგრძე, მით უფრო დიდია ის ოდენობა, რომელიც უნდა დაამატოთ (ΔL), რათა ოდნავ შესამჩნევი სხვაობა დაინახოთ. თუ ამ ნამატს შევაფარდებთ ზრდადი სტიმულის სიგრძესთან, პროპორცია იგივე დარჩება: 1/10 სტანდარტული სიგრძისა (იხ. სურათი). სურათზე ეს ნამატი გადაზომილია ვერტიკალურ ღერძზე, ხოლო სტანდარტული ხაზის სიგრძე — ჰორიზონტალურზე. მიღებული დამოკიდებულება წრფივია, რაც გამოიხატება სწორი ხაზით გრაფიკზე. შესაბამისად, შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რომ თუ ოდნავ შესამჩნევი სხვაობა ნახევარი მილიმეტრია, მაშინ სტანდარტული ხაზის სიგრძე 5 მმ იქნება.

სტიმულის სხვადასხვა განზომილებისთვის ოდნავ შესამჩნევი სხვაობა განსხვავებულია. უმცირესი მნიშვნელობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს შეუძლია უმცირესი განსხვავების შემჩნევა. ასე მაგალითად, ადამიანს ბგერის სხვადასხვა სიხშირის ერთმანეთისგან გარჩევა მეტი სიზუსტით შეუძლია, ვიდრე სინათლის ინტენსივობების. ეს უკანასკნელი კი უფრო მეტად შესამჩნევია, ვიდრე სუნისა და გემოს უმცირესი განსხვავებები (იხ. ცხრილი).

    

ვებერის კონსტანტის მნიშვნელობები სტიმულთა არჩეული განზომილებებისთვის:

სტიმულის განზომილება              ვებერის კონსტანტა (k)

ბგერის სიხშირე                                    0.003

ინათლის ინტენსივობა                            0.01

სუნის კონცენტრაცია                               0.07

დაწოლის ინტენსივობა                            0.14

ბგერის ინტენსივობა                                0.15

გემოს კონცენტრაცია                                0.20

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

კატეგორია: 
ავტორები: