სხვაობის ზღურბლი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Difference Threshold

უმცირესი ფიზიკური სხვაობა ორ გამღიზიანებელს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ შეიძლება გაცნობიერდეს, როგორც განსხვავებულები.

სხვაობის ზღურბლის გასაზომად გამოიყენება გამღიზიანებელთა წყვილი და დამკვირვებლებს ეკითხებიან, არის თუ არა ეს ორი გამღიზიანებელი ერთნაირი. სხვაობის ზღურბლი ოპერაციონალურად განისაზღვრება როგორც წერტილი, რომელზეც გამღიზიანებლები არიან გაცნობიერებული, როგორც განსხვავებულნი შემთხვევათა ნახევარში.

სხვაობის ზღურბლის პირველი მკვლევარი იყო ენრსტ ვებერი, რომელმაც აღმოაჩინა მნიშვნელოვანი დამოკიდებულება: რაც დიდია სტანდარტული სიდიდე, მაგალთად, ხაზის სიგრძე, მით მეტი უნდა იყოს ის ნამატი ანუ სხვაობის ზღურბლი, რომელიც შესამჩნევი იქნება შემთხვევათა ნახევარში. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

კატეგორია: 
ავტორები: