პროფესიული გამოფიტვა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Job Burnout

პროფესიული გამოფიტვა ეწოდება სინდრომს, რომელიც ემოციურ გამოფიტვას, დეპერსონალიზაციასა და პიროვნული რეალიზაციის შემცირებას გულისხმობს. ამ სინდრომის იდენტიფიცირება პირველად 1970-იან წლებში მოხდა. პროფესიულ გამოფიტვას ყველაზე ხშირად ის ინდივიდები განიცდიან, რომლებიც ძლიერი სტრესის პირობებში მუშაობენ. ისეთი პროფესიის წარმომადგენლები, როგორებიც არიან პრაქტიკოსი ექიმი, პოლიციელი, მეხანძრე, კლიენტებთან და საზოგადოებასთან მუდმივ კონტაქტში მყოფი პირები თანდათან კარგავენ მზრუნველობისა და თანაგანცდის უნარს პაციენტებისა და კლიენტების მიმართ და რიგ შემთხვევები არაჰუმანურად და  უხეშადაც კი ექცევიან მათ. რაც თავის მხრივ, გავლენას ახდენს თვითეფექტურობაზე და წარუმატებლობის განცდას აჩენს ამ სინდრომის მქონე ინდივიდებში. სამსახურის ხშირი გაცდენა, ინტერპერსონალური კონფლიქტები, ჯანმრთელობის პრობლემები და ა.შ. პროფესიული გამოფიტვის თანმდევი მოვლენებია.

გამოფიტვის გამოვლენასა და ხარისხზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის: სოციალური, სიტუაციური და ეკონომიკური. ხშირად, ამგვარი პრობლემების არსებობა კომპანიებისა და ორგანიზაციების გაუმართაობაზე მეტყველებს, რადგან ცხადად ჩანს, რომ ორგანიზაციის ღირებულებები, სამუშაოს მოცულობა და წახალისების სტრუქტურა არასათანადოდ არის ჩამოყალიბებული ან გადახედვას საჭიროებს.

გამოფიტვის სინდრომის თავიდან ასარიდებლად საჭიროა არსებული სამუშაო რეჟიმის გადახედვა. მაგალითად, ექიმი-პაციენტის ურთიერთობის ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს მიღებულ პაციენტთა რაოდენობა. რაც უფრო დიდია მათი რიცხვი, მით უფრო  მეტ ემოციურ, კოგნიტურ და სენსორულ რესურსს მოითხოვს ექიმისგან, რასაც საბოლოოდ გამოფიტვას იწვევს. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Leiter, M.; Bakker, A.; Maslach, C. (2014) Burnout at Work : A Psychological Perspective

კატეგორია: 
ავტორები: