ჯემს-ლანგეს სხეულებრივი რეაქციის თეორია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
James Lange Theory of Emotion

გასული საუკუნის დასაწყისში ამერიკელი ფსიქოლოგი უილიამ ჯემსი და დანიელი ფიზიოლოგი კარლ ლანგე პრაქტიკულად ერთდროულად, ერთსა და იმავე წელს მივიდნენ დასკვნამდე, რომ ფიზიკური რეაქცია წინ უსწრებს ემოციის აღმოცენებას. ჯერ არის გამღიზიანებელი, რომელიც  იწვევს ქცევით რეაქციას, ხოლო შემდეგ ქცევითი რეაქცია  აგზავნის სხვადასხვა სენსორულ და მოტორულ უკუკავშირს თავის ტვინში და ამ გზით იქმნება სპეციფიკური ემოციის გრძნობა.

დღესდღეობით ამ ემოციას ჯემს-ლანგეს სხეულებრივი რეაქციის თეორია ეწოდება და პერიფერიულ თეორიად ითვლება, რადგან უკიდურესად დიდ როლს ანიჭებს ვისცერალურ რეაქციებს, რაც ავტონომიური ნერვული სისტემის ფუნქციაა და არა ცენტრალური ნერვული სისტემის. სწორედ აქედან გამომდინარე, ითვლება ეს თეორია პერიფერიულად.

ჯემს-ლანგეს მოსაზრებების უკეთ საილუსტრაციოდ შეგვიძლია, მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი: „ვბრაზობთ, რადგან თავს ვესხმით“; „გვეშინია, რადგან ვკანკალებთ“. იმავე პრინციპზე დაფუძნებით, თუკი ტყეში მიმავალნი, დათვს გადავაწყდებით, ჩვენი ფიზიოლოგიური და ფიზიკური რეაქციები, როგორებიცაა გულის ცემის გაძლიერება, გაქცევა და სუნთქვის გახშირება - წარმოქმნიან შიშის ემოციას. ამგვარად ჯემსისა და ლანგეს აზრით, ემოცია, მისი წარმოქმნა და განცდა წმინდად ფიზიოლოგიური მოვლენაა.

კენონმა, ჯემსისა და ლანგეს მოსაზრებების საპირისპიროდ, გამოთქვა ვარაუდი, რომ თუკი ემოცია მხოლოდ ფიზიოლოგიური და სხეულებრივი რეაქციის შედეგად წარმოიქმნება, მაშინ იმისთვის, რომ ემოციების დიფერენცირება მოხდეს, აუცილებელია, თითოეული ემოციისათვის სპეციფიკური და განსხვავებული ფიზიკური რეაქცია აღმოცენდეს, რასაც თავად უოლტერ კენონი შეუძლებლად მიიჩნევდა.

თუმცა, კენონის კრიტიკის საწინააღდეგოდ, ახალი ფიზიოლოგიური საზომებით, რომლებიც კენონის დროს ჯერ კიდევ არ არსებოდა, როგორც კვლევებმა აჩვენა,  ზოგიერთი ემოცია ნამდვილად მოიცავს განსხვავებულ სხეულებრივ და  ფიზიოლოგიურ რეაქციებს. მაგალითად,  ერთ-ერთ ექსპერიმენტში, რომელიც 2010 წელს ჩატარდა, მკვლევრები ცდის პირებს სთხოვდნენ 10 წამის განმავლობაში განესახიერებინათ შიშის, ბრაზის, ბედნიერების, ზიზღის, მოწყენისა და გაკვირვების ემოციები. ამ პერიოდის მანძილზე იზომებოდა მათი სხეულებრივი რეაქაციები. შედეგად, აღმოჩნდა, რომ როგორც ჯემსი და ლანგე ვარაუდობდნენ, თითოეულ ემოციას განსხვავებული ინტენსივობის ფიზიოლოგიური რეაქცია ახლავს თან.

ეს შედეგი, ცხადია არ ადასტურებს ჯემს-ლანგეს მთლიანი თეორიის სიზუსტეს, თუმცა კენონის მიერ გამოთქმულ ერთ-ერთ კრიტიკულ მოსაზრებას  ამ თეორიის შესახებ, ემპირიულად აქარწყლებს.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

Pastorino, E. ; Doyle-Portillo, S. (2013) What is Psychology? Essentials. Wadsworth, Belmont, Ca. 

კატეგორია: 
ავტორები: