შეურაცხადობა

Insanity

იმ მდგომარეობის სამართლებრივი და არა — ფსიქოლოგიური დასახელება, რომელშიც ინდივიდი იურიდიულად არაქმედითუნარიანად და არაკომპტენტურად არის მიჩნეული.

1981 წლის 30 მარტსმსოფლიო შეძრააშშ-ისპრეზიდენტის რონალდ რეიგანის მკვლელობის თითქმის წარმატებულმა მცდელობამ, რომელიც ჯონ ჰიკლიმ განახორციელა. 1982 წლის ივნისში, შოკმა ყველა ზღვარს გადააჭარბა, როცა ნაფიცმა მსაჯულებმა ჰინკლი „უდანაშაულოდ ცნეს შეურაცხადობის გამო”. რამდენად მისაღები იყო ეს? რას ნიშნავს, რომ ვიღაც შეურაცხადია?

შეურაცხადობა არ არის განმარტებული DSM-5-ში. არ არსებობს მისი საყოველთაო კლინიკური განსაზღვრება. მეტიც, შეურაცხადობა პოპულარული კულტურისა და სამართლებრივი სისტემის ცნებაა. სამართალში შეურაცხადობის გათვალისწინების პრაქტიკა 1843 წლიდან იღებს სათავეს, როცა ინგლისში დენიელმა კნათენი მკვლელობაში უდანაშაულოდ სცნეს შეურაცხადობის მიზეზით. მისი სავარაუდო მსხვერპლი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იყო. მაკნათენს სწამდა, რომ მას ღმერთმა შთააგონა მკვლელობა (მან შემთხვევით პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, მისი მდივანი მოკლა). ბოდვების გამო, იგი ციხის ნაცვლად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. ამვერდიქტმა ბიძგი მისცა ლორდთა პალატას, რომ გამოეკვეთა მიმართულება, ე.წ. მაკნათენის წესი, რომელიც განსაზღვრავდა შეურაცხადობის ფარგლებს. ამ წესისმიხედვით, დამნაშავე ვერ უნდა „ხვდებოდეს მის მიერ განხორციელებული ქმედებების ხასიათსა და კატეგორიას; ან თუ ხვდება, არ უნდა იცოდეს ,რომ რასაც აკეთებს, არ არის სწორი.“

არის კი მაკნათენის წესი დამნაშავეობის ანუ დანაშაულობის სამართლიანი საზომი? ფსიქიკური აშლილობების შესახებ ცოდნის დაგროვების შედეგად, ამჟამად მკვლევრებმა გაცილებით მეტი იციან იმ გარემოებების შესახებ, რომელშიც დამნაშავე, შესაძლოა, ასხვავებდეს სწორს მცდარისგან. მან შესაძლოა, იცოდეს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედება არასამართლებრივი ან არაზნეობრივი იყო, მაგრამ მაინც ვერშ ეძლოს მოქმედების დათრგუნვად ამისგან თავის შეკავება. ხშირად, მაგალითად, ფობიების მქონე ადამიანებმა იციან, რომ ობობა მათ არაფერს დაუშავებს, მაგრამ არხელეწიფებათ მისი დანახვისას პანიკური ქცევისაგან თავის შეკავება.

ფსიქიკური აშლილობების შესახებასეთი მოსაზრება სამართლებრივ სტანდარტებშიც ჩართეს, რამაც იმოქმედა ჰინკლის შემთხვევაში. მისნაფიც მსაჯულებს მიაჩნდათ, რომ ჰინკლი არ აკონტროლებდა თავის ქცევას, რომელიც მსახიობ ჯუდი ფოსტერის აკვიატებიდან მომდინარეობდა. თუმცა, ეს ადამიანი არავის გაუნთავისუფლებია. იგი ვაშინგტონის ოლქისწმ. ელიზაბეტის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს და 2001 წლამდე იქ იმყოფებოდა. ფაქტობრივად, შეურაცხადობის, როგორც დაცვის, საზოგადოებაში არსებული ერთ-ერთი ძირითადი არასწორი გაგება მკვლელებს თავისუფლად დარჩენის საშუალებას აძლევს. შეურაცხადობის სარჩელით უდანაშაულოდ მიჩნეულ ინდივიდთა დაახლოებით 90% ფსიქიატრიულ კლინიკებში ხვდება.

ჰინკლის შემთხვევის მსგავს შემთხვევებში ინდივიდებს საზოგადოებაში მხოლოდ მას შემდეგ უშვებენ, რაც ექსპერტები დაადგენენ, რომ ისინი აღარ არიან საშიშნი. დაპატიმრებისგან განსხვავებით, ხშირად წინასწარ არ არის განსაზღვრული, რა ვადით ათავსებენ ინდივიდს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

ჰინკლის შემთხვევის შემდეგ მრავალმა სასამართლომ შეცვალა შეურაცხადობის დაცვის არსებული სტანდარტები: ძირითადი მიმართულება „შეურაცხადობის გამო უდანაშაულოდ ცნობის“ ვერდიქტის მიღების გართულება იყო. რამდენად აუცილებელი იყო ეს ცვლილებები? პრაქტიკული მოტივებიდან გამომდინარე, პასუხი თითქმის უეჭველად არის, რომ „არ იყო“. მიუხედავად იმ დიდი ყურადღებისა, რომელსაც საინფორმაციო საშუალებებში უთმობენ შეურაცხადობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, საზოგადოების კარგად ინფორმირებულობას ამის შესახებ, ასეთი სარჩელები საკმაოდ იშვიათია. მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბალტიმორში, მერილენდში 60 432 საბრალდებო აქტიდან მხოლოდ 190-მა დამცველმა (0.31%) შეიტანა შეურაცხადობის სარჩელი და მხოლოდ 8  (4.2%) დააკმაყოფილეს. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: