გერონტოფობია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Gerontophobia

გერონტოფობია (ბერძნულიდან: γέρων - მოხუცი და φόβος - შიში) შეიძლება ნიშნავდეს დაბერების შიშს, მოხუცებული ადამიანების შიშს თუ სიძულვილს, ან რწმენას, რომ ასაკის მატება და მოხუცებულობა ბუნებრივად, თავისთავად საზარელია. ფემინისტი თეორეტიკოსები ამტკიცებენ, რომ გერონტოფობია თავს იჩენს დასავლური აზროვნების ბევრ მნიშვნელოვან წარმომადგენელთან, მათ შორის, მაგალითად, ფროიდთან, პრუსტთან და ა.შ.

ფემინისტი თეორეტიკოსები, რომლებიც გენდერული და ასაკობრივი განსხვავებების ურთიერთკვეთას იკვლევენ, ამტკიცებენ, რომ ანდროცენტრულ და სექსისტურ კულტურებში ასაკოვანი ქალები განსაკუთრებულად არიან მარგინალიზებულები, რაც ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ ქალის ღირებულება მამაკაცის სექსუალური სურვილის ობიექტისა და რეპროდუქციის აგენტის როლზე დაიყვანება.

გერონტოფობიის გასააზრებლად მნიშვნელოვანი ტექსტია სიმონ დე ბოვუარის „სიბერე“ (La Vieillesse, 1970). ბოვუარი ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტს, რომ კაცების დომინირების მიუხედავად, მათივე სქესის მოხუცებული წარმომადგენლებიც სიღარიბის, სასოწარკვეთისა და  საცოდაობისთვის არიან განწირული უამრავ კულტურაში. ის ეიჯიზმის სხვადასხვა წყაროს გამოყოფს: კლასობრივი კუთვნილება, რომელიც ანადგურებს სოლიდარობას მუშებსა და „არაპროდუქტიულ“ მოხუცებს შორის, პატრიარქატის წნეხი, რომელიც ასაზრდოებს მშობლების სიძულვილს, რევოლუციური და არასტაბილური პოლიტიკური რეჟიმები, ტექნოლოგიური ცვლილება, კონსუმერიზმი, ახალგაზრდობის კულტი, ახალგაზრდების უუნარობა, წარმოიდგინონ თავიანთი თავი მოხუცებულობაში და სხვ.

იხილეთ, აგრეთვე: ეიჯიზმი, ასაკი და გენდერი

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Code L. (2000). Encyclopedia of Feminist Theories, Routlege.

კატეგორია: 
ავტორები: