აღნიშნავს იდეოლოგიას და პრაქტიკას, რომელიც გულისხმობს ადამიანებისა და ჯგუფების ასაკის მიხედვით დისკრიმინაციას, სტერეოტიპიზებას და მარგინალიზაციას. ეს ტერმინი, როგორც წესი, აღნიშნავს ასაკოვანი და ხანში შესული ადამიანების მარგინალიზებასა და სტერეოტიპიზებას, თუმცა ზოგჯერ ის უფრო ფართო მნიშვნელობითაც გამოიყენება, რომელიც მოიცავს მოზარდებისა და ბავშვების მათი ასაკის საფუძველზე დისკრიმინაციისა და მარგინალიზების პრაქტიკებსაც. განასხვავებენ ეიჯიზმის ცალკეულ ფორმებსაც: მაგალითად, „ედალტიზმს“ (adultism) უწოდებენ ზრდასრულთათვის პრივილეგიების მინიჭებას, რაც გულისხმობს ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდების მიმართ ნეგატიურ განწყობებს; „ჟონიზმით“ (jeunism) აღნიშნავენ ასაკოვანთა დისკრიმინაციას და ახალგაზრდობის სასარგებლოდ მიკერძოებას და ა.შ.
იხილეთ, აგრეთვე: ასაკი და გენდერი, გერონტოფობია
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Code L. (2000). Encyclopedia of Feminist Theories, Routlege