მეხსიერების ექსპლიციტური გამოყენება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Explicit Uses of Memory

მეხსიერებიდან ინფორმაციის აღდგენის ცნობიერი ძალისხმევა.

როდესაც საჭირო ხდება მეხსიერებაში შენახული ინფორმაციის გამოყენება, გახსენება შეიძლება მოხდეს იმპლიციტურად ანუ ყოველგვარი ცნობიერი ძალისხმევის გარეშე, ან ექსპლიციტურად ანუ როცა გააზრებულაც ვცდილობთ რაიმეს გახსენებას. მაგალითად, თუ გკითხავენ, რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში გასულ ზაფხულს, კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა დაფიქრდეთ და ცნობიერად გაიხსენოთ მაშინდელი ამბები, მაგრამ თუ ამოტრიალებულ ტექსტს მოგაწოდებენ წასაკითხად, გაუცნობიერებლად (იმპლიციტურად) შეძლებთ სიტყვების სწორად ამოკითხვას.

მეხსიერების ექსპლიციტურ და იმპლიციტურ გამოყენებას შორის ასეთი განსხვავება მხოლოდ წარსულის გახსენებისას კი არ გვაქვს, არამედ ახალი ინფორმაციის მიღების ანუ კოდირების დროსაც. სწორედ ასე ხდება ასოციაციების დამყარება სიტყვებსა და შინაარსებს შორის ბავშვობაში. მაგალითად, იმიტომ დაისწავლეთ სიტყვა „მაცივარი“, რომ ოდესღაც ვიღაცამ მიგაქცევინათ ყურადღება ამ სიტყვაზე, როგორც კონკრეტული საგნის სახელზე.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: