ექსპერტი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Expert

გამოცდილი, კონმპეტენტური პირი, რომელსაც კვლევის ობიექტთან დაკავშირებულ სფეროში ცოდნა და გამოცდილება აქვს. იგი მონაწილეობს სოციოლოგიურ გამოკვლევაში როგორც სოციალური ინფორმაციის წყარო ან კომუნიკატორი. ე–ების განსაკუთრებული ტიპის რესპოდენტების გამოკითხვის არეალი (სფერო) ძალიან ფართოა. მათ მიმართავენ ინდივიდებისა და სოციალური ჯგუფების ნებისმიერი საქმიანობის გამოკვლევის დროს. ე–ების შერჩევა სხვადასხვა კრიტერიუმისა და მახასიათებლის მიხედვით ხდება (როგორიცაა, მაგ., მათი პროფესიული კომპეტენტურობა, პრესტიჟი, პასუხისმგებლობა, გამორჩეული სოციალური მდგომარეობა, ცხოვრებისეული გამოცდილება, საკვლევი საკითხის ღრმა ცოდნა, პრობლემის ობიექტური განხილვისა და ანალიზის უნარი, საკუთარი შეხედულებების, აზრების პირუთვნელი და მკაფიო გადმოცემა, ორიგინალური და ანალიტიკური აზროვნება და სხვ.), როგორც წესი, შერჩევა ხდება ე–თა ტესტირების შედეგების, აგრეთვე მათი კოლეგებისა და სხვა დაინტერესებული პირების რეკომენდაციების გათვალისწინებით. ე–თა ფუნქციები სოციოლოგიურ გამოკვლევაში ძალიან მნიშვნელოვანია. მათ გამოკითხვას აწარმოებენ სოციოლოგიური გამოკვლევის სხვადასხვა ეტაპზე: კვლევის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრისას, ცნებების ემპირიული ინტერპრეტაციისა და ინდიკატორების გამოყოფის, ჰიპოთეზების ჩამოყალიბების, შემოწმებისა და კორექტირების, დასკვნების დასაბუთებულობისა და რეკონმენადციების შემუშავების დროს და ა.შ. ე–ებს განსაკუთრებული ფუნქცია ენიჭებათ გამოკვლევის საწყის ეტაპზე. ისინი კვლევის სტრატეგიულ პროლემებთან დაკავშირებით და საკვლევი ობიექტის შესახებ შეიძლება ურო ღრმა, ფართო და დაწვრილებით ინფორმაციას ფლობდნენ, ვიდრე მკვლევარი ან მკვლევართა ჯგუფი. აუცილებელი ინფორმაციის მიღება მკვლევარს ეხმარება კვლევის საერთო მიმართულების განსაზღვრაში, ვალიდური მეთოდების შერჩევაში და სხვ.

კატეგორია: 
ავტორები: