ვალიდურობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Validity

კვლევის ინსტრუმენტების (ოპერაციონალიზებული ცნებების, გასაზომი ოპერაციებისა და ექსპერიმენტების) დასაბუთებულობა და ადეკვატურობა. ლოგიკური ვ. (შინაგანი ვ.) აღნიშნავს ცვლადებისა და ინდიკატორების ურთიერთკავშირისა და ურთიერთგამომდინარეობის (ურთიერთგანპირობებულობის) ხარისხს. ემპირიული ვ. (გარეგანი ვ.) ემპირიულ მონაცემებთან ცვლადებისა და ინდიკატორების შესაბამისობის ხარისხის მაჩვენებელია. მეთოდიკის ვ. მიუთითებს, თუ რამდენად ვარგისია ესა თუ ის მეთოდიკა გარკვეული კვლევითი ამოცანების გადასაწყვეტად. მეთოდის, ვ., ე.ი. მეთოდის დასაბუთებულობა ნიშნავს მისი საშუალებით მიღებული ემპირიული მონაცემების გამოკვლეის ძირითად მიზნებთან შესაბამისობას.(მაგ., რომელიმე დევიანტური ჯგუფის ქცევის მოტივების გამოკვლევა სტანდარტიზებული კითხვარის საშუალებით ნაკლებ ვ–ური იქნება, ვიდრე მათი შესწავლა გაუმღჟავნებელი ჩართული დაკვირვების მეშვეობით; ასევე რომელიმე სტუდენტური ჯგუფის პოლიტიკური ორიენტაციის შესწავლა ჩაღრმავებული ინტერვიუს საშუალებით უფრო ვ–ურია, ვიდრე დაკვირვების მეთოდით). თუ სოციალური გამოკვლევების შედეგად მიღებულია ვ–ური მონაცემები, ეს ნიშნავს, რომ ისინი წარმოადგენენ შესასწალი მოვლენის რეალურ ასახვას, ხოლო მეთოდი, რომლის საშუალებითაც ჩატარდა გამოკვლევა, ვ–ურია. სოციოლოგიაში ვ. გაზომვის ძირითადი მახასიათებელია. ის ასახავს გაზომვის საშუალებების გასაზომ მონაცემებთან, მაჩვენებლებთან შესაბამისობის ხარისხს, ე.ი. მიუთითებს რამდენად შეესატყვისება გაზომვის საშუალებები იმას, რაც უნდა გაიზომოს (მაგ., თუ ფსიქოლოგური გაზომვა, როგორიცაა ინტელექტის ტესტი, ვ–ურად ითვლება, ეს ნიშნავს, რომ ის გამოსადეგია იმის გასაზომად, რისი გაზომვაც არის გათვალისწინებული). ვ. წარმოადგენს გამოკვლევის ან გაზომვის უნარს – ადეკვატურად შეაფასოს ის, რის გამოსკავლევად ან გასაზომადაც გამოიყენება. ვ–ის შეფასების პროცედურას ვალიდიზაცია ეწოდება. ვალიდიზაცია შეიძლება გაზომვამდე (როდესაც ლაპარაკია მისი სტანდარტიზებული საშუალებების გამოყენებაზე) და – შემდეგ (მისი რეზულტატების ანალიზისა და კვლევის ყველა გარემოების გათვალისწინებით).

კატეგორია: 
ავტორები: