სიზმრის მუშაობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Dream Work

ფროიდისეულ სიზმრების ანალიზში პროცესი, რომლითაც შინაგანი ცენზურა სიზმრის ფარულ შინაარსს ხილულ შინაარსად გარდაქმნის.

ფროიდმა ტერმინი „სიზმრის მუშაობა“ შემოტანა იმის ხაზგასასმელად, რომ სიზმარი ფსიქიკური აქტივობის შესუსტებულ მდგორეობაში შექმნილი არათანმიმდევრული ფრაგმენტების ერთობლიობა კი არ არის, როგორც ეს ზოგადად ითვლებოდა, არამედ ძალზე კომპლექსული ფსიქიკური მუშაობის შედეგია.

ეყრდნობოდა რა ფუნდამენდურ ჰიპოთეზას, მან ეს მოსაზრება „სიზმრების ინტერპრეტაციაში“ (1900a) გამოთქვა: სიზმარი იმ სურვილების ასრულებას წარმოადგენს, რომლებიც განდევნილია ღვიძილის მდგომარეობაში, თუმცა ეს რეალიზაცია იმდენად შენიღბულია, რომ ცენზურას უსხლტება ძილის დროს. ამ შენიღბვაზე სწორედ სიზმრის მუშაობაა პასუხისმგებელი.

ამ პროცესში გამოყენებული „მასალები“, არსებითად, ორგვარია: გასული დღის (ან უახლოესი წარსულის) ნარჩენი შთაბეჭდილებები, რომელთაც მოვლენების, აზრების, აფექტებისა და ა. შ. მნენომიკურ კვალსაც უწოდებენ და ძილის დროს განცდილი სხეულებრივი შეგრძნებები (შიმშილი, წყურვილი, ტკივილი და ა. შ., განსაკუთრებით აღსანიშნავია ეროტიკული აგზნება). თუმცა, სიზმრის წყარო ბავშვობის კონფლიქტებსა და სურვილებში, მათ შორის, გამორჩეულად ოედიპურ კონფლიქტებში, უნდა ვეძიოთ.

სიზმრის მუშაობა ორ ეტაპად მიმდინარებს. პირველი ეტაპია პირველადი პროცესები: „შემჭიდროვება“, რომლის შედეგად ცალკეული, ურთიერთსაწინააღმდეგო მასალაც (მოვლენები, პერსონაჟები, რეპრეზენტაციები, აფექტები და ა. შ.) კი ერთ ხატში ერთიანდება; „ჩანაცვლება“, როდესაც აფექტურად ნეიტრალური რეპრეზენტაცია ანაცვლებს სხვა რეპრეზენტაციებს და, ბოლოს, აზრები, აფექტები და შეგრძნებები, უპირატესად, ვიზუალურ ხატებად გარდაიქმნება. ამ დროს ხდება ხატების ანუ რეპრეზენტაციების ფორმირება: სიზმარი, ძირითადად, ვიზუალური სენსორული ხატებით აიგება. ამისათვის შეჭიდროვება და ჩანაცვლება დღის შთაბეჭდილებებიდან შემორჩენილ, ადვილად ხელმისაწვდომ ხატებს იყენებენ.

სიზმრის ფორმირების პირველ ეტაპზე ხილული შინაარსი წარმოიქმნება, რომელიც სრულიად სახელცვლილ „ფარულ აზრებს“ ასახავს. ეს ფარული აზრები, თავის მხრივ, ანალიზის მეშვეობით შეიძლება გაცნობიერდეს. თუმცა, ხილული შინაარსი მეორად გადამუშავებას უნდა დაექვემდებაროს გაღვიძებისას, რათა დამახსოვრებულმა და გამეორებულმა სიზმარა ზედაპირული თანმიმდევრობა შეიძინოს.

მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ფროიდი ამ პირველად და მეორად პროცესებს სიზმრის მუშაობის ორი ფაზის სახით აღწერს, ის მათ იმ ორ პროცესადაც მიიჩნევს, რომელიც ფსიქიკურ აქტივობას წარმართავს: „პირველადი პროცესები“, რომლებიც თავისუფალი („მიუბმელი“) ენერგიის თავისუფლად მოძრაობით ხასიათდება და „მეორადი მროცესები“, რომლებიც რაციონალური ინტელექტუალური აქტივობითა და „მიბმული“ ენერგიით გამოირჩევა. აქედან გამომდინარე, სიზმრის მუშაობის შესწავლით გამოვლენილი პირველადი და მეორადი პროცესები ძალზე განსხვავდება ერთმანეთისგან და უშველებელი ნაპრალია მათ შორის.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

De Mijolla, A. (Ed. In chief) (2005). International dictionary of psychoanalysis, Vol. 1, A-F. Macillan FRefference USA, Thomson Gale.

Freud, S. (1900a). The interpretation of dreams. SE, 4–5.

კატეგორია: 
საკვანძო სიტყვები: 
ავტორები: