ფარული შინაარსი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Latent Content

ფროიდისეულ სიზმრების ანალიზში სიზმრის დაფარული აზრი. სიზმრის ფარული აზრები ანუ ფარული შინაარსი ის მნიშვნელობებია, რომლებსაც ფსიქოანალიტიკური ინტეპრეტაციით ამოიღებს ანალიტიკოსი სიზმრის ხილული შინაარსიდან, უფრო ზუსტად იმ ნარატივიდან, რომელსაც სიზმრის მნახველი აგებს თავისი სიზმრის შესახებ.

სარგებლობს რა შესუსტებული ცენზურით ძილის დროს, სიზმარში ღვიძილის დროს განდევნილი სურვილების ასრულება ხდება, თუმცა ეს მხოლოდ სიზმრის მუშაობის მიერ განხორციელებული ტანსფორმაციებისა და დამახინჯებების ფასად ხდება. სიზმრის მუშაობა ფარულ შინაარსს ხილულ შინაარსად (ან სიზმრის ნარატივად) გარდაქმნის. სიზმრის ანალიზი ანუ ინტერპრეტაცია იმავე გზას მიჰყვება უკუმიმართულებით: ხდება სიზმრის მუშაობის მიერ განხორციელებული ტრანსფორმაციების დეკოდირება და ამ გზით ხილული შინაარსის საფუძვლად მდებარე ფარული შინაარსის ამოტანა.

ფროიდმა ნათლად განასხვავა ერთმანეთისგან ხილული და ფარული შინაარსები „სიზმრების ინტერპრეტაციაში“ (1900a) და არასოდეს უთქვამს უარი ამ განსხვავებაზე. ფარული აზრები, რომლებსაც ფროიდი სიზმრის აზრებს ანუ ფარულ შინაარსაც უწოდებდა, პირველადია და სიზმრის მამოძრავებელი ძალაა. ეს არის უპირატესად, ეგოისტური, სექსუალური ან ინცესტური შინაარსის ინფანტილური მოგონებები, რომლებიც მორალური მოსაზრებების გამო მიუღებელია და უარყოფილია ცენზურის მიერ. ისინი პირველადი პროცესებით (შემჭიდროვებით, ჩანაცვლებით, ფიგურალობით) ხასიათდებიან და „დამახინჯებების“ პროცესს გადიან, რომელიც სიზმრის მუშაობად იწოდება.

არაცნობიერი ფარული შინაარსი ანუ აზრები — აღმძვრელების (drives) მოთხოვნები და მათი აკრძალვა — სიზმრის საფუძველს ქმნიან და წინარეცნობიერის გარკვეულ ფორმაციებს მიიზიდავენ. დღის ნარჩენები და  წინა დღის მოვლენები ასოციაციების შესაძლო საწყის წერტილებს წაროადგენენ, რომლებიც სიზმრის ანალიზის ანუ ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა.

დროთა განმავლობაში დაგროვილმა კლინიკური მუშაობის გამოცდილებამ და თეორიულმა განვითარებამ მეტად ნიუანსირებული გახადა ფროიდის ერთ დროს ძალზე ხისტი განსხვავება ხილულსა და ფარულს შორის. „ფსიქოანალიზის შესავალ ლექციებში“ (1916–17a [1915–17]), ფროიდი წერს, რომ „ერთი ხილული ელემენტი შეიძლება რამდენიმე ფარულ ელემენტს ანაცვლებდეს ან ერთი ფარული ელემენტი რამდენიმე ხილულით იყოს წარმოდგენილი“ (გვ. 125) და ამტკიცებს, რომ სიზმრის ინტერპრეტაცია ან წინარეცნობიერის შინაარსზე შეიძლება აიგოს, ან არაცნობიერზე.

1933 და 1938 წლებში ფროიდი კვლავ დაუბრუნდა სიზმრის ფარული შინაარსის ცნებას, გამოკვეთდა რა მისი არაცნობიერი ხასიათი. ფაქტობრივად, ეს იყო „პრიმიტიული ენა ყოველგვარი გრამატიკის გარეშე“, რომელშიც „მხოლოდ აზროვნების ნედლი მასალაა წარმოდგენილი, აბსტრაქტული ტერმინები კონკრეტული ცნებების მიღმა იმალება“ (1933a, გვ. 20), დროითი მიმართებები სივრცითად არის წარმოდგენილი, ხოლო „ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენები და ვითარებები ერთმანეთისგან გამიჯნული კი არ არის, არამედ იდენტურად არის მიჩნეული“ (1940a [1938], გვ.169). ფარული შინაარსი ე. წ. დავიწყებული ბავშვობიდან და „არქაული მემკვიდრეობიდან“ აიგება, რომელიც ბავშვს თან მოაქვს ამ სამყაროში ჯერ კიდევ მანამ, ვიდრე მისი საკუთარი გამოცდილება არ იმოქმედებს მისი წინაპრების გამოცდილებაზე (გვ. 167). ამბობენ, რომ სიზმრების შინაარსი ზღაპრებსა და მითებს ჰგავს და „ადამიანის პრეისტორიის წყაროს წარმოადგენს“. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

De Mijolla, A. (Ed. In chief) (2005). International dictionary of psychoanalysis, Vol. 2, G-PR. Macillan FRefference USA, Thomson Gale.

Freud, S. (1900a). The interpretation of dreams. SE, 4–5.

Freud, S. (1916–1917f). A metapsychological supplement to the theory of dreams. SE, 14: 217–235.

კატეგორია: 
ავტორები: