მზითევი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Dowry

მზითევი არის ქონება, რომელსაც დაქორწინებისას მშობლები ქალს გადასცემენ. მზითევი შეიძლება წინასწარ იყოს შეთანხმებული სასიძოსა და საპატარძლოს ოჯახებს შორის. ანთროპოლოგ ჯეკ გუდის (1976) აზრით, მზითევი ქალებისთვის ქონების მემკვიდრეობით გადაცემის ერთ-ერთი ფორმაა. თუმცა ეს მოსაზრება ყურადღების მიღმა ტოვებს იმ შემთხვევებს, როცა მზითევი ქალის პირადი საკუთრება არ არის და ის სასიძოს ოჯახის საერთო საკუთრება ხდება. მზითვისგან განსხვავებით, სათავნო ქალის პირადი ქონებაა, რომელიც ქორწინების შემდეგაც კი მის საკუთრებად რჩება.

მზითევი ხშირად ოჯახის ღირსებისა და პრესტიჟის განმსაზღვრელ ფაქტორად გვევლინება. მაგალითად, სამხრეთ აზიაში მზითევი ქორწინების წინაპირობაა. თუ ქალს, მისი ოჯახის ხელმოკლეობის გამო, სათანადო მზითევი არ გაატანეს, ის ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის გაზრდილი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. მზითვით უკმაყოფილო სასიძოს ოჯახმა, შეიძლება, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად იძალადოს პატარძალზე, რაც ზოგჯერ ფემიციდითაც მთავრდება. განქორწინების დროს ქალს შეუძლია თავისი მზითევი (სათავნო) თან წაიღოს, რაც მისი მკვლელობის მიზეზი ხდება ხოლმე, რადგან ქალის სიკვდილის შემდეგ მისი ქონება რჩება ქმარს, რომელსაც ხელმეორედ დაქორწინება შეუძლია.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Catteral, M., Maclaran, P., & Stevens, L., (2000). Marketing and Feminism: Current Issues and Research. Psychology Press.

Goody, J. (1976). Production and Reproduction: A Comparative Study of the Domestic Domain. Cambridge: Cambridge University Press.

კატეგორია: 
ავტორები: