დივერგენტული აზროვნება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Divergent Thinking

ანუ კრეატული (შემოქმედებითი) აზროვნება არის აქტივობა, რომელსაც ახალ ინფორმაციამდე ან მანამდე მიუგნებელ გადაწყვეტებამდე მივყავართ. ზოგიერთი პრობლემის გადაჭრა მოქნილობას, ორიგინალურობას და გამომგონებლობას მოითხოვს, განსაკუთრებით ის პრობლემები, რომელბისთვისაც ინდივიდმა უნიკალური გადაწყვეტა ან გამოსავალი უნდა მოძებნოს.

ხშირად ერთმანეთისგან განასხვავებენ კონვერგენტულ (ანალიტური მსჯელობა, რომელიც ინტელექტის ტესტებით იზომება) და დივერგენტულ აზროვნებას (გამოიხატება იდეების სიმდიდრითა და აზრის ორიგინალურობით). კრეატული აზროვნების

დივერგენციული აზროვნების შეფასება კრეატულობის გაზომვის საშუალებაა. კითხვები, რომლებითაც იზომება დივერგენტული აზროვნება, საშუალებას აძლევენ ტესტის შემსრულებელს, კარგად გამოავლინოს სხარტი და მოქნილი აზროვნების უნარი.

მაგალითად, განვიხილოთ ასეთი დავალებები: (ა) დაასახელეთ ყველა საგანი, რომელიც, თქვენი აზრით, ოთხკუთხედია; (ბ) სამი წუთის განმავლობაში დაასახელეთ რაც შეიძლება მეტი თეთრი ფერის საჭმელად ვარგისი პროდუქტი (გ) დაასახელეთ აგურის გამოყენების ყველა შესაძლო ვარიანტი, რაც მოგაფიქრდებათ.

პასუხები ისეთი განზომილებების მიხედვით ფასდება, როგორებიცაა: (1) სისხარტე ანუ განსხვავებული იდეების საერთო რაოდენობა; (2) უნიკალურობა ანუ იმ იდეების რაოდენობა, რომლებიც შესაბამის შერჩევაში არავის გამოუთქვამს და (3) უჩვეულობა ანუ იმ იდეების რაოდენობა, რომლებიც გამოთქვა მოცემული შერჩევის, ვთქვათ, 5%-ზე ნაკლებმა რაოდენობის ადამიანმა.

შემოქმედებითი აზროვნების მკვლევრები ხშირად აღნიშნავენ, რომ დივერგენტული აზროვნების ტესტები ძალზე მჭიდროდ უკავშირდება ინტელექტის ტესტირების ტრადიციასა და თავად ინტელექტის კოეფიციენტის საზომ ტესტებს, რითიც, სავარაუდოდ, აიხსნება დივერგენტულ აზროვნებასა და ინტელექტის მაჩვენებელს შორის მაღალი კორელაცია.

დივერგენტული აზროვნების შეფასებისას ტესტების ალტერნატივად განიხილება ინდივიდის მიერ შექმნილი შემოქმედებითი პროდუქტის — ნახატის, ლექსის ან პატარა მოთხრობის — შექმნა. ექსპერტებს შეუძლიათ შეაფასონ თითოეული პროდუქტის კრეატულობის ხარისხი. კვლევებმა აჩვენა, რომ ექსპერტები საკმაოდ ერთსულოვანნი არიან ამ დროს. მათ საკმაოდ ზუსტად შეუძლიათ ადამიანების მეტი ან ნაკლები კრეატულობის მიხედვით შეფასება.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Creativity, http://www.britannica.com/EBchecked/topic/142249/creativity (29.01.2015)

კატეგორია: 
ავტორები: