ოჯახური ცხოვრების კულტი გულისხმობს იდეას, რომ ადამიანისთვის ოჯახი მტრული გარე სამყაროსგან თავშესაფარი ნავსაყუდელია. ეს ბურჟუაზიული საზოგადოებების საშუალო კლასის იდეოლოგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს იდეოლოგია ქმარს მიაწერს პასუხისმგებლობას ოჯახის რჩენისა და დისციპლინისათვის, ხოლო ქალს - ზრუნვისა და ყოველდღიური ოჯახური საქმეების გაძღოლისთვის. ქალი ხშირად წარმოდგენილია, როგორც „დედა-ანგელოზი“, რომლის გულზეც დაღლილმა ქმარმა უნდა მოისვენოს. ოჯახური ცხოვრების ეს იდეალი მჭიდრო კავშირშია პირადისა და საზოგადოს დიქოტომიასთან. მნიშვნელოვანია, რომ ამ იდეოლოგიის დიდი გავლენის მიუხედავად, საზოგადოებებში მხოლოდ მცირე ფენას შეეძლო ამ მოდელის მიხედვით ცხოვრების ორგანიზება, რადგან ის მოითხოვს ქალის სრულ გათავისუფლებას ანაზღაურებადი შრომისგან, რის ფუფუნებაც ღარიბ ფენებს არასოდეს ჰქონიათ.
იხილეთ, აგრეთვე: საზოგადო (საჯარო) და პირადი (კერძო), ოჯახი
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Code, L. (Ed.). (2000). Encyclopedia of Feminist Theories. London & New York:Routledge.