საზოგადო (საჯარო) და პირადი (კერძო)

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Public and Private

საზოგადოსა და პირადს შორის არსებული დიქოტომია ფემინისტური თეორიისა და პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია. დიქოტომია გულისხმობს სოციალური ურთიერთობების ორი სფეროს - ერთი მხრივ, საჯარო, საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და, მეორე მხრივ, ოჯახური, პირადი ურთიერთობების  სფეროების - ერთმანეთისგან მოწყვეტას და ერთმანეთთან დაპირისპირებას. ამ დიქოტომიამ განსაკუთრებული ფორმა და მნიშვნელობა შეიძნა ახალი დროის ევროპაში, მოდერნული ბურჟუაზიული საზოგადოებების ჩამოყალიბების კვალდაკვალ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის მანამდე არ არსებობდა. უკვე ანტიკურ საბერძნეთში უპირისპირებდნენ ერთმანეთს პოლისსა (სახელმწიფოს, ქალაქს) და ოიკოსს (სახლს), რომელთაგან პირველი საჯარო, პოლიტიკური საქმიანობის სფერო იყო, რომელშიც მხოლოდ მოქალაქეებს შეეძლოთ მონაწილეობა; ხოლო მეორე - ეკონომიკური და რეპროდუქციული საქმიანობის სფერო, რომელშიც მონაწილეობდნენ ქალები, მონები და ა. შ. ამრიგად, უკვე ანტიკური დიქოტომია იყო, ერთი მხრივ, მკაფიოდ გენდერირებული (ქალებისა და [მოქალაქე] მამაკაცებისთვის მკაფიოდ გამიჯნული სფეროებით) და, მეორე მხრივ, მკაფიოდ იერარქიული (საჯარო საქმიანობა, პოლიტიკა უფრო მაღალი ღირებულების მქონე სფეროდ მიიჩნეოდა, რომელიც ადამიანის უმაღლესი უნარების განვითარებასა და გამოყენებას მოითხოვდა, ხოლო საშინაო, „სახლის“ საქმიანობა - ნაკლები ღირებულების მქონე სფეროდ, რომელშიც ნაკლები რაციონალურობაა საჭირო). ახალ დროში ამ დიქოტომიამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა - დაქირავებული შრომა, ანუ ეკონომიკური საქმიანობის დიდი წილი, საჯარო სფეროში მოექცა, ხოლო კერძო სფერო მოინიშა, როგორც პირადი ურთიერთობებისა (ყველაზე ნიშანდობლივად, რომანტიკული ურთიერთობების) და ოჯახის სფერო, ამასთან, ოჯახი უკვე გაიგებოდა, როგორც მოდერნული, ნუკლეარული ოჯახი. თუმცა გენდერული და ღირებულებითი განაწილება  ამ ცვლილების შემდეგაც იგივე დარჩა. ამ ცვლილების ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ დაქირავებული შრომითი ურთიერთობების საჯარო სფეროში გატანასთან ერთად ისინი მკვეთრად გაიმიჯნა საოჯახო შრომისგან (შინაშრომისგან), ჩამოყალიბდა საჯაროსა და კერძოს პარალელური დიქოტომია პროდუქციულ და რეპროდუქციულ საქმიანობას შორის და საოჯახო შრომას საერთოდ ჩამოერთვა შრომის სტატუსი.

შესაბამისად, საჯაროსა და კერძოს დიქოტომია ფემინისტური თეორიისა და პოლიტიკისათვის რამდენიმე თვალსაზრისით არის საინტერესო. ერთია ის, რომ მასში ჩაშენებული ღირებულებითი იერარქია და მისი გენდერული ხასიათი გულისხმობს და აძლიერებს ღირებულებით იერარქიას ქალებსა და კაცებს შორის - ქალების მიერ შესრულებულ საქმეს კაცების მიერ შესრულებულ საქმეზე ნაკლებად ღირებულად წარმოაჩენს, ქალების უნარებს - კაცების უნარებზე ნაკლებ განვითარებულად და ა. შ. გარდა ამისა, ქალის კერძო, ოჯახის სფეროში ჩაკეტვა რეალურად ზღუდავს ქალის შესაძლებლობებსა და ძალაუფლებას, ზრდის მის დამოკიდებულებას კაცებზე. ამ დიქოტომიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ კერძო სფერო და ოჯახში არსებული ურთიერთობები ინდივიდების „პირად საქმედ“, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კონტროლისთვის, კანონისა და სამართლისათვის ხელშეუხებლად ცხადდება, რის გამოც შეუძლებელი ხდება ამ სფეროში არსებული დომინაციისა და ძალადობის იდენტიფიცირება, მათი სისტემური ხასიათის დანახვა; ეს კი მნიშვნელოვნად აძნელებს მათთან ბრძოლას, ამცირებს ფორმალური ინსტიტუტების ეფექტურობას ოჯახის წევრების აგრესიისაგან ქალებისა და ბავშვების დაცვაში. და, ბოლოს, ქალის კაცის მიმართ მორჩილება და დაქვემდებარება მის პირად არჩევანად ცხადდება, რის გამოც გენდერული ურთიერთობები ხშირად საერთოდ გამოტოვებულია ხოლმე საზოგადოებაში არსებული ჩაგვრის სტრუქტურების ანალიზიდან.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Jane Pilcher & Imelda Whelehan, Fifty Key Concepts in Gender Studies, 2004.

კატეგორია: 
ავტორები: