კროსდრესინგი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Cross-dressing

ეს ტერმინი ხშირად ტრანსვესტიზმის სახელითაც გვხვდება და აღწერს ადამიანის მიერ მისი სქესისაგან განსხვავებული სქესისათვის ტრადიციულად დამახასიათებელი ჩაცმულობის მორგებას. თანამედროვე დასავლურ სამყაროში „კროსდრესერებისთვის“ ანუ ადამიანებისთვის, რომლებიც სხვა სქესის ტანისამოსს იცვამენ, კროსდრესინგის პრაქტიკას შესაძლოა სხვადასხვა მიზანი და მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგალითად, სექსუალური აღგზნება ან განსხვავებული გენდერული როლის განცდა და მორგება. კროსდრესერი კაცები შეიძლება იყვნენ ჰეტეროსექსუალები ან ჰომოსექსუალები, არ ჰქონდეთ ბიოლოგიური სქესის ან გენდერის შეცვლის, ან თუნდაც სპეციფიკური (ვთქვათ, ჰომო) სექსუალური გამოცდილების მიღების სურვილი. ზოგიერთი ქალისათვის კროსდრესინგი მათი ლესბოსური იდენტობის გამოხატვის საშუალებაა. ასევე შესაძლოა, კროსდრესინგი ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სასურველ გენდერზე გადასვლის ერთ-ერთი ეტაპი იყოს, თუმცა, ის პირდაპირ კავშირში არ არის ტრანსგენდერულ იდენტობასთან.

კროსდრესინგს ქვიარ კულტურისთვის ხშირად გასართობი ან წარმოდგენის დანიშნულება აქვს. „დრეგ ქვინები“ ქალის ტანსაცმელში გამოწყობილი ბიოლოგიური კაცები, ხოლო „დრეგ ქინგები“ კაცის ტანსაცმელში გამოწყობილი ბიოლოგიური ქალები არიან, რომლებიც ღამის კლუბებსა თუ ქვიარ ბარებში შეკრებილი ადამიანებისთვის კომედიურ წარმოდგენებს მართავენ. კროსდრესინგის კულტურა ხშირად ფასდება, როგორ ნორმების დამრღვევი, არსებული წესრიგის ძირგამომთხრელი, სუბვერსიული სუბკულტურა, რადგან ის გენდერის სოციალურად კონსტრუირებულობის მანიფესტაციაა და გენდერის, სექსუალობისა და სქესის ნორმატიულ გაგებას  ან მათი ურთიერთკავშირის სიმტკიცეს ეჭვქვეშ აყენებს.

კროსდრესინგის ტრადიციას ვხვდებით სხვადასხვა კულტურასა თუ ისტორიულ პერიოდში, ლიტერატურულ ნაწარმოებებში, თეატრში, ლეგენდებსა თუ მითებში. მაგალითად, „ორი სულის მქონე“ ადამიანები ჩრდილოეთ ამერიკაში, რომლებიც ცხოვრებას სხვადასხვა სქესის ტანსაცმელში ატარებდნენ, თემის მიერ განსაკუთრებული სულიერი და რელიგიური ძალების მქონედ მიიჩნეოდნენ და საშუალება ჰქონდათ, თავიანთი სქესის პარტნიორზე ექორწინათ. კროსდრესინგი გავრცელებული იყო რენესანსის პერიოდის ევროპის თეატრში, სადაც ქალებს ეკრძალებოდათ სცენაზე თამაში და ქალი პერსონაჟების როლს ახალგაზრდა კაცები ასრულებდნენ. მითებსა თუ ლეგენდებში ხშირად ვხვდებით ქალის ფიგურას, რომელიც ომის პერიოდში კაცის ტანსაცმელს ირგებს და ბრძოლაში ერთვება.

იხილეთ აგრეთვე: დრაგ ქვინი და დრაგ ქინგი, ტრანსგენდერი

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Lerner K. L., Lerner B. W., Lerner A. W. (2006), Gender Issues and Sexuality: Essential Primary Sources, Thomson Gale.

Lorraine Code, Encyclopedia of Feminist Theories, Routlege: 2000

Malti-Douglas F. (2007), Encyclopedia of Sex and Gender, vol. 4, Thomson Gale.

კატეგორია: 
ავტორები: