კოალიცია შესაძლოა იყოს: (1) პოლიტიკური აქტორების კანდიდატთა ასარჩევად ან ამა თუ იმ ინიციატივის ადვოკატირების წარმატებისათვის გამიზნული დროებითი გაერთიანება. კოალიციის აქტორებს რიგ საკითხებთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში, განსხვავებული პოზიცია უჭირავთ, მაგრამ ერთიანი პოზიციის წინწაწევისა და საბოლოო გადაწყვეტილების სახით გატანის მიზნით ეს განსხვავებები გვერდზე შეუძლიათ გადადონ. საკანონმდებლო კოალიციები ძირითადად რაიმე სპეციფიკური საკითხის გარშემო იქმნება ხოლმე, როცა კანონმდებლები გადაწყვეტენ, უჭერენ მხარს თუ არა ამა თუ იმ კანონს ან პოლიტიკის გატარებას. კოალიციის ლიდერები შეიძლება იკავებდნენ ან არ იკავებდნენ წამყვან პოზიციას საკანონმდებლო ორგანოში. კოალიციის შემადგენლობა, როგორც წესი, მრავალფეროვანია და მასში ვხვდებით როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებს; (2) საპარლამენტო სისტემაში, მთავრობის ჩამოყალიბების მიზნით, არსებულ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება; (3) შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ჯგუფი, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით საერთო ფილოსოფიური მიდგომა აქვს; (4) საერთაშორისო აქტორთა ჯგუფის დროებითი გაერთიანება საერთო ინტერესისათვის, როგორიცაა საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლა ან საერთაშორისო დონის შეხვედრებზე წინადადების გატანა; (5) ალიანსის გამომხატველი ზოგადი ტერმინი.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.