ალიანსი

Alliance

ფორმალური შეთანხმება ორ ან მეტ სახელმწიფოს შორის, რომელიც უსაფრთხოების სფეროში საერთო ინტერესების შესრულებას ისახავს მიზნად. სახელმწიფოები ქმნიან ა-ებს, როცა მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, როცა მათ საერთო საფრთხე ემუქრება და როცა კავშირის შექმნით ისინი ერთად აწონასწორებენ მეტოქის რეალურად თუ სუბიექტურად აღქმულ ძლიერებას. კავშირის შექმნა ძალის „სესხება“ და ძალის „დამატებაა“. ა-ების შექმნის მიზეზებია: 1) პასუხი გარეშე საფრთხეზე; 2) იდეოლოგიური სოლიდარობა; 3) გარეშე სახელმწიფოს დახმარება; 4) უცხო სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოში „შეღწევა“, ანუ მის საშინაო პოლიტიკურ სისტემაზე ზეგავლენის მოპოვება. ა-ები შეიძლება იყოს საიდუმლო ან ღია, ორმხრივი ან მრავალმხრივი. ა. ძალთა წონასწორობის სისტემის ძირითად ცნებად მიიჩნევა. ა-ის საშუალებით სახელმწიფოები აწონასწორებენ სხვა სახელმწიფოს ძლიერებას ან, პირიქით, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მასთან კავშირში შედიან (იხ. მიტმასნა).

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: