პოტენციურ აგრესორთან, საფრთხის წყაროსთან კავშირში შესვლა. მ–ა გაწონასწორების ალტერნატივაა (იხ. ალიანსი). ტრადიციულად მიჩნეულია, რომ სახელმწიფოები საფრთხის წყაროს წინააღმდეგ ალიანსებს ქმნიან, რათა აგრესორისაგან მომდინარე საფრთხე „გააწონასწორონ“. უოლცის თვალსაზრისით, ძალთა წონასწორობის სისტემაში მ. ისევე ჩვეულებრივი ნაბიჯია, როგორც გაწონასწორება. საფრთხის თავიდან აცილების გარდა მ–ის კიდევ ერთი მოტივი შეიძლება გახდეს ძლიერ სახელმწიფოსთან მოკავშირეობით სარგებლის მიღებაც.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: