დაჯგუფება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Chunking

დაჯგუფება მსგავსების ან სხვა მაორგანიზებელი პრინციპის საფუძველზე, დასახსომებელი მასალის პატარ-პატარა ჯგუფებად რეკონფიგურაციის ან ხანგრძლივ მეხსიერებაში შენახულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უფრო დიდი ჯგუფების შექმნის პროცესია (Baddeley, 1994).

თქვენი ხანმოკლე მეხსიერების მოცულობა აუცილებლად გაიზრდება, თუ თქვენ დიდი მოცულობის მასალის რამდენიმე ჯგუფში გაერთიანების გზას მონახავთ.

ჩვენ შეგვიძლია ახლადშემოსული ინფორმაცი დავშალოთ, დავანაწევროთ ჩვენი პიროვნული გამოცდილებიდან გამომდინარე (მაგალითად, დავუკავშიროთ ის მეგობრების, ან ნათესავების ასაკს), ან დავუკავშიროთ ახალი მასალა თქვენს ხანგრძლივ მეხსიერებაში არსებულ კოდებს. ყოველდღიური გამოცდილებიდან ჩვენ ვიცით, რომ ასეთი დაჯგუფების პრინციპი მშვენივრად მუშაობს ტელეფონის ნომრის დამახსოვრებისას.

მაგალითად, რამდენი ერთეულისგან შედგება ციფრების მწკრივი _ 19411917186518121776? იმ შემთხვევაში, თუ ერთეულად განიხილავთ თითოეულ ციფრს, თქვენი პასუხი იქნება „20“, ხოლო თუ ამ თანმიმდევრობას გაანაწილებთ ამერიკის შეერთებულ შტატების ისტორიაში მომხდარი ომების მიხედვით, პასუხი იქნება „5’’. თუ თქვენ მეორე სტრატეგიას აირჩევთ, ერთი თვალის გადავლებითაც ძალიან გაგიადვილდებათ იმავე თანმიმდევრობით ამ მწკრივის აღდგენა, ხოლო თუ ამ მწკრივს, როგორც 20 დამოუკიდებელი ერთეულისგან შემდგარს განიხილავთ არა თუ მისი თანმიმდევრობით, არამედ სრულად აღდგენასაც ვერაფრით შეძლებთ.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი.

კატეგორია: 
ავტორები: