ბავშვთა შრომის ფემინისტური კრიტიკა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Child Labour, Feminist Critique of

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, ბავშვის მიერ შესრულებული ნებისმიერი სამუშაო ბავშვთა შრომად არ ითვლება. ბავშვთა შრომა აღნიშნავს ბავშვის მიერ შესრულებულ ისეთ სამუშაოს, რომელიც ბავშვს უკარგავს ბავშვობას, შესაძლებლობებსა და ღირსებას; რომელიც საზიანოა ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისთვის. ბავშვთა შრომა მოიცავს სამუშაოს, რომელიც: ფიზიკურად, ფსიქიკურად, სოციალურად ან მორალურად საშიშია ბავშვისათვის; ხელს უშლის სკოლაში სიარულში ან აიძულებს სწავლის მიტოვებას, ან აიძულებს სკოლაში სიარულისა და ხანგრძლივი და დამღლელი სამუშაოს შეთავსებას. ბავშვთა შრომის ექსტრემალური გამოხატულებაა ბავშვთა მონობა და  მშობლებისაგან მისი დაშორება. UNICEF-ის მონაცემებით, განვითარებად ქვეყნებში 5-დან 14 წლამდე ბავშვთა 13% მონაწილეობს ბავშვთა შრომაში.

ფემინისტთა დიდი ნაწილი ბავშვთა შრომის აღმოფხვრისაკენ მიმართულ მუშაობას აკრიტიკებს საკითხის ცალსახად „მესამე სამყაროს“ პრობლემად წარმოჩენისთვის, იმის მიუხედავად, რომ ის უფრო გლობალურია.

გარდა ამისა, ფემინისტთა აზრით, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ ხშირად ბავშვთა მუშაობა ქალების მხარდაჭერასა და მათთან ერთად შრომას მოიაზრებს, მასთან ბრძოლა კი აუცილებლად დააზარალებს ქალებს ეკონომიკურად, ასევე გაზრდის მათი შრომის ტვირთს. გარდა ამისა, სამუშაოს მიმართ არსებული გენდერული სტერეოტიპებისა და საჯარო/კერძო დიქოტომიის გავლენით, ხშირად ახალგაზრდა გოგონების მუშაობა (უფასოდ თუ დაბალი ანაზღაურებით) სამუშაოდ არ აღიქმება. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა შრომის რეგულაციისკენ მიმართული მუშაობა ინტერსექციონალურ პერსპექტივას ეფუძნებოდეს  და ჩაგვრის სხვა კატეგორიების მეშვეობით უფრო ფართო სოციალურ და ეკონომიკურ კონტექსტს ითვალისწინებდეს.  

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Lorraine Code, Encyclopedia of Feminist Theories, Routlege: 2000.

UNICEF, Percentage of children aged 5–14 engaged in child labour, 2012. Retrived from: http://data.unicef.org/child-protection/child-labour

International Labour Organisation. What is child labour?, 2012. Retrived from: http://www.ilo.org/ipec/facts/lang--en/index.htm

კატეგორია: 
ავტორები: