უბიწოება, უმანკოება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Chastity

უბიწოების ცნება ფუნდამენტურია სამი რელიგიისათვის: იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამისათვის. ის პიროვნების ქმედებებისა და ფიქრების უმანკოებას გულისხმობს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი სექსუალურ ქცევას ეხება. უბიწოდ ითვლება პიროვნება, რომელსაც არასოდეს ჰქონია სექსუალური კავშირი. ზოგიერთი სასულიერო პირისათვის უბიწოების აღთქმა სიცოცხლის ბოლომდე სექსუალური ქცევისაგან თავშეკავებას გულისხმობს, რის მიზანიცაა ფიზიკური ლტოლვის დათრგუნვის გზით სულიერად განწმედა და გონების სრული კონცენტრირება ღვთისმსახურებაზე.

თანამედროვე სამყაროში უბიწოების სამი სახის დისკურსია პოპულარული: პირველი დაკავშირებულია რელიგიურ მოძღვრებებთან, რომლებიც დაუოჯახებელ ინდივიდებს ქორწინებამდე სექსუალური ურთიერთობებისაგან თავშეკავებისაკენ მოუწოდებენ; მეორის მიხედვით, ადამიანები ნებაყოფლობით იკავებენ თავს სექსუალური ცხოვრებისაგან, რათა მთელი ენერგია თავიანთი თავის რეალიზებას მოახმარონ; ხოლო მესამე გულისხმობს სექსუალური ცხოვრების შეზღუდვას, რათა ადამიანმა მოგვიანებით (ქორწინებაში ან სტაბილურ მონოგამიურ ურთიერთობაში) სექსუალური კავშირისაგან მეტი სიამოვნება მიიღოს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უბიწოების პრაქტიკები, როგორც წესი, მკაფიოდ გენდერიზებულია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე მის პირველ ფორმასთან გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური მოძღვრებების უმრავლესობა ქორწინებამდე სექსუალური ცხოვრებისაგან თავის შეკავებას ქალებსა და მამაკაცებს ერთნაირად ავალდებულებს, ყველა დროსა და ყველა კულტურაში, სადაც ეს მოთხოვნა არსებობს, ქორწინებამდე უბიწო ცხოვრება ქალებს უფრო მკაცრად, მეტიც, ხშირად მხოლოდ მათ მოეთხოვებათ; ბევრ საზოგადოებაში ქორწინებამდელი სექსუალური ქცევა კაცებში წახალისებულია, ქალებში კი, პირიქით, დღემდე მკაცრად ისჯება. შესაბამისად, ეს ასიმეტრია ვერ აიხსნება რელიგიური მოძღვრებების სპეციფიკით და აუცილებელია გავიგოთ, როგორც საზოგადოებებში არსებული გენდერული იერარქიის ერთ-ერთი ასპექტი. მართლაც, როგორც არაერთი ფემინისტი მკვლევარი ამტკიცებს, გენდერული იერარქიის ერთ-ერთი უარსებითესი კომპონენტია ქალის სექსუალობის კონტროლი; ხოლო ის ფაქტი, რომ ქორწინებამდე უბიწოების ნორმა, როგორც წესი, მხოლოდ ქალებზე ვრცელდება, სწორედ ამ ვითარების გამოხატულებაა.

იხილეთ, აგრეთვე: ქალწულობა, თავის შეკავება

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

De Munck, V.(2001) Cultural Schemas of Celibacy,Celibacy, Culture, and Society: the Anthropology of SexualAbstinence, ed. S. Bell and E. J. Sobo. Madison: University ofWisconsin Press.

Malti-Douglas, F. (2007) Encyclopedia of Sex and Gender, Thomson Gale, vol.1, pp. 259-261

კატეგორია: 
ავტორები: