სხვისთვის გაჭირვებაში დახმარების გაწევისთვის მზაობა, რაც იმით არის განპირობებული, თუ რამდენად სენსიტიურები არიან ადამიანები სიტუაციის მახასიათებლების მიმართ. როდესაც თვითმხილველები აცნობიერებენ სიტუაციის საგანგებოობას, აფასებენ მას ასეთად და გრძნობენ პასუხისმგებლობას, მაშინ მეტია ალბათობა იმისა, რომ ისინი ჩაერევიან მასში და დახმარებას გაუწევენ გაჭირვებაში მყოფს.
საილუსტრაციოდ განვიხილოთ ექსპერიმენტი, რომელშიც კოლეჯის მამაკაცი სტუდენტები მონაწილეობდნენ. თითოეული მათგანი ტელეფონით აღჭურვილ ოთახში მოათავსეს და დაარწმუნეს, რომ ტელეფონით ესაუბრებოდა გვერდით ოთახში მყოფ სხვა (ერთ ან მეტ) სტუდენტს. პირად პრობლემებზე საუბრისას კვლევის მონაწილეებს ტელეფონში ესმოდათ ხმაური, რომელიც მიანიშნებდა, რომ მოსაუბრეს ეპილეფსიის შეტევა დაეწყო და მოგუდული ხმით შველას ითხოვდა. ამ „შეტევის“ დროს მონაწილეს არ ჰქონდა სხვა სტუდენტებთან დალაპარაკების საშუალება და ვერ გაიგებდა, რეალურად რა ხდებოდა და რა კეთდებოდა ამ საგანგებო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის დასახმარებლად. ექსპერიმენტში დამოკიდებული ცვლადი იყო ის დრო, რომელიც დასჭირდებოდა მონაწილეს ექსპერიმენტატორისთვის საგანგებო სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად.
აღმოჩნდა, რომ ჩარევის ალბათობა თვითმხილველთა იმ ნაგულისხმევ რაოდენობაზე იყო დამოკიდებული, რომლებმაც, კვლევის მონაწილეების აზრით, გაიგეს შექმნილი სიტუაციის შესახებ (იხ. სურათი). რაც მეტი ადამიანის ჩართულობას ვარაუდობდა მონაწილე, მით უფრო გვიან ატყობინებდა ექსპერიმენტატორს ან სულაც გაჩუმებას არჩევდა. როგორც სურათიდან ჩანს, თითოეულ ორკაციან სიტუაციაში ჩარევა საშუალოდ 3.5 წუთის განმავლობაში ხორციელდებოდა, მაგრამ მათმა 40%-მა, ვინც ფიქრობდა, რომ დიდი ჯგუფის ნაწილს წარმოადგენდა, საერთოდ არ შეიწუხა თავი შექმნილი სიტუაციის შესახებ ექსპერიმენტატორისთვის ინფორმაციის მიწოდებით.
ეს პასუხისმგებლობის დიფუზიის შედეგია. პასუხისმგებლობის დიფუზიისთვის თავის არიდება შესაძლებელია, თუ დაკმაყოფილებულია რამდენიმე პირობა:
1. თვითმხილველი აცნობიერებს სიტუაციის საგანგეობას.საგანგებოობას მრავალ ცხოვრებისეულ სიტუაციაში ადამიანები თავიანთი ყოველღიური საქმეებით არიან დაკავებულები და, შესაძლოა, ვერც კი ამჩნევდნენ, რომ მათ წინაშე ისეთი სიტუაციაა, რომელშიც მათ სხვებისთვის დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ. ან ამჩნევენ კიდეც, მაგრამ ვერ ახერხებენ სიტუაციის საგანგებოობის შეფასებას. ნებისმიერ შემთხვევაში, დახმარების გაწევა დამოკიდებულია დროზე, რომელიც ადამიანებს სიტუაციის შესაფასებლად აქვთ.
2. თვითმხილველმა მოვლენები უნდა შეაფასოს, როგორც საგანგებო. ცხოვრებაში მრავალი სიტუაცია საკმაოდ ბუნდოვანია. მაგალთად, ნამდვილად არ მოგინდებათ, ხელოვნური სუნთქვის ჩატარება ადამიანისთვის, რომელსაც უბრალოდ ძინავს. იმის გადასაწყვეტად, არის თუ არა ესა თუ ის სიტუაცია საგანგებო, როგორც წესი, უყურებთ სხვა ადამიანებს და მათ რეაქციებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანებს ზოგადად უჭირ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება და იმის განსაზღვრა, რომ სიტუაცია ნამდვილად საგანგებოა.
3. თვითმხილველი პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს. ვინაიდან ჩაურევლობის ერთ-ერთი მნიშნველოვანი ფაქტორი პასუხისმგებლობის დიფუზიაა, საგანგებო მდგომარეობაში მყოფმი ადამიანი ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ გარშემომყოფებს დააძლევინოს წინააღმდეგობა და საკუთარ თავზე ააღებინოს პასუხისმგებლობა. მას შეუძლია პირდაპირ მიმართოს ვინმეს და უთხრას: „თქვენი დახმარება მჭირდება!“ მაგალითად, ერთ-ერთ ექსპერიმენტში „მსხვერპლს“ (ექსპერიმენტატორის ასისტენტს) კაფეში მძარცველი ხელიდან სტაცებდა ჩანთას. ის დანაშაულის თვითმხილველებს დანაშაულის მოხდენამდე ან ეკითხებოდა, ჰქონდათ თუ არა დრო, ან სთხოვდა, რომ ყურადღება მიექციათ მისი ჩანთისთვის. პირველი ინტერაქცია არ გულისხმობს პირად პასუხისმგებლობას და თვითმხილველებიც უაზროდ შეჰყურებდნენ დანაშაულს, ისინი კი, ვინც დათანხმდა „მსხვერპლის“ ჩანთვისთვის ყურადღების მიქცევას, თითქმის ყველა ჩაერთო სიტუაციაში. ისინი შველას ითხოვდნენ, ზოგიერთმა კი „ქურდიც“ კი დაიჭირა. ეს ესპერიმენტი აჩვენებს, რომ დახმარების თხოვნის აქტი ეხმიანება ადამიანების გრძნობებს, რაც აქტიურად რთავს სიტუაციაში.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.
Darley, J., & Latane, B. (1968). Bystander intervention in emergencies: Diffusuion of responsibility. Journal of Personality and Social Psychology, 8 (4), 377-383.