პასუხისმგებლობის დიფუზია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Diffusion of Responsibility

საგანგებო პირობებში რაც უფრო დიდია თვითმხილველთა რიცხვი, მით უფრო ნაკლებია თითოეული მათგანის პასუხისმგებლობა, დახმარების აღმოჩენის თვალსაზრისით.

როდესაც ერთზე მეტ ადამიანს შეუძლია საგანგებო მდგომარეობაში მყოფი პირისთვის დახმარების გაწევა, ისინი ხშირად ვარაუდობენ, რომ სხვა დაეხმარება ან უნდა დაეხმაროს, თვითონ კი განზე დგება და არ ერთვება სიტუაციაში. მაგალითად, თუ ხალხმრავალ ქუჩაში ადამიანი ცუდად ხდება, გამვლელთა უმრავლესობა მას უბრალოდ გვერდით ჩაუვლის, ან მცირე ხნით შეყოვნდება და გააგრძელებს გზას, ვინაიდან, დიდი ალბათობით, იფიქრებს, რომ ქუჩაში ბევრი ხალხია და ვიღაც აუცილებლად დაეხმარება ანდა ვალდებულია, რომ დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფს.

პასუხისმგებლობის დიფუზიის ფენომენის კვლევამ ქვინსში (ნიუ-იორკი, აშშ) მომხდარმა ტრაგედიამ მისცა ბიძგი, როცა 38 კანონმორჩილი რესპექტაბელური მოქალაქე საკუთარი ბინების ფანჯრებიდან ნახევარ საათზე მეტ ხანს ადევნებდა თვალს მკვლელს, რომელის სამჯერ დაესხა თავს ქალს და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. პირველად მკვლელი ხმაურმა და ბინებში უეცრად ანთებულმა სინათლემ დააფრთხო, მაგრამ ის მაინც დაბრუნდა და მსხვერპლისთვის ჭრილობების მიყენება განაგრძო. ამ თავდასხმის განმავლობადი პრაქტიკულად არც ერთ ადამიანს არ დაურეკავს პოლიციაში. მხოლოდ ერთმა მათგანმა დარეკა და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქალი უკვე გარდაცვლილი იყო. ამ ადამიანის სიკვდილმა შეძრა მთელი ქვეყანა, რომელსაც არ სურდა დაეჯერებინა, რომ ადამიანებმა ასეთი აპათია და გულქვაობა გამოიჩინეს. ასეთ ქცევას მეცნიერები თვითმხილველთა ჩარევისთვის დამახასითებელი კანონზომიერებით ხსნიან.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

კატეგორია: 
ავტორები: