ბიუროპათოლოგია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Bureaupathology

ვიქტორ ა. ტომპსონის (Victor A. Thompson) მიერ შემოთავაზებული ტერმინი ნაშრომიდან „თანამედროვე ორგანიზაცია“ (Modern Organization, 1961), რომელშიც მან „პათოლოგიურის“ „ბიუროკრატიასთან“ კომბინირება მოახდინა, რათა აღეწერა ყველასათვის ასე ნაცნობი „ბიუროპათოლოგიური თანამდებობის პირი.“ ასეთი ადამიანი, როგორც წესი, „განადიდებს ურთიერთობების ოფიციალურ, არატექნიკურ ასპექტებს და აკნინებს მუშაობის ტექნიკურ და ფორმალურ მხარეს.“ გრძნობს რა თავს დაუცველად, ასეთმა თანამდებობის პირმა „მოსალოდნელია ყურადღება გაამახვილოს საკუთარ წვრილმან უფლებებსა და პრეროგატივებზე, პროტოკოლზე, ზედაპირულ პროცედურაზე. ერთი სიტყვით, ბიუროკრატიული აპარატის მუშაობის ისეთ მახასიათებლებზე, რომლებიც ყველაზე ნაკლებად მოახდენენ ორგანიზაციის მიზნის მიღწევაზე გავლენას.“ ეს არის კლასიკური სტერეოტიპი „ბიუროკრატის“ შესახებ.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press. 

ავტორები: