აღნიშნული ტერმინი პირველად სოციოლოგმა, რობერტ მერტონმა (Robert Merton - 1910-2003) გამოიყენა იმის აღსანიშნავად, რომ ბიუროკრატებს აქვთ „დასწავლილი უუნარობა“ რომელზეც ის საკუთარ ნაშრომში - ბიუროკრატიული სტრუქტურა და პერსონა (Bureaucratic Structure and Personality, 1957) აქტიურად საუბრობდა და ამ ფენომენს „აღმოჩენაც“ კი უწოდა. ეს ტერმინი ეხება „ისეთ მდგომარეობას, როცა ვინმეს უნარები ან საერთოდ უგულებელყოფილია, ან მიჩნეულია როგორც არაადეკვატური. ტრენინგსა და უნარებზე დამყარებულმა ქმედებებებმა, რომლებიც წარსულში წარმატებით გამოიყენებოდა, შეცვლილ პირობებში შესაძლოა, გამოიწვიოს უადგილო რეაქცია“ (1957). მერტონის მიხედვით, ბიუროკრატია ადამიანებს მუდმივად აიძულებს იყვნენ დისციპლინირებულნი და თანმიმდევრულნი. ეს ზეწოლა კი ბიუროკრატებს აიძულებს წესების მიმართ მორჩილება გაიხადონ მიზნად და არა საშუალებად - ანუ ერთგვარი ბრმა თანხმობა გამოუცხადონ წესებს. ბიუროკრატიული სტრუქტურა ქცევის და საღი აზრის ნაცვლად ყურადღებას ურთიერთობების დეპერსონიფიცირებასა და თანამდებობის თანმდევ შეძენილ ძალაუფლებასა და ავტორიტეტზე ამახვილებს. აქედან გამომდინარე, იდეები და შეხედულებები არა მათი ღირებულებების, არამედ პიროვნების, რომელიცამ იდეასგამოთქვამს, რანგის მიხედვით ფასობს. საბოლოო ჯამში, ბიუროკრატიული უუნარობა ბიუროკრატიული დისფუნქციის საფუძველი ხდება.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.