კლასიკური განპირობების ექსპერიმენტებში მდგომარეობა, როცა ორგანიზმი აღარ დაისწავლის ახალ სტიმულს, რომელიც უპირობო სტიმულს მოასწავლებს, რადგან ის მიეწოდება უკვე ეფექტურ სტიმულთან ერთად.
მოცემული ეფექტი აღმოაჩინაა ამერიკელმა ფსიქოლოგმა ლეონ ჯ. კამინმა (Leon J. Kamin, 1927 ). მან აჩვენა, რომ თვალსაჩინო პირობითი სტიმულის (CSb), როგორიცაა, მაგალითად, შუქი, განპირობება თვალსაჩინო უპირობო სტიმულთან (US), როგორიცაა, მაგალითად, ელექტროშოკი, “იბლოკება”, როდესაც CSb მიეწოდება უკვე ეფექტურ სხვა პირობით სტიმულთან (CSa), მაგალითად, ზარის ხმასთან, ერთად.
მაგალითად, თუ ვირთხამ ისწავლა ზარის ხმაზე (CSa) სახელურისთვის თათის დაჭერა და ამით ელექტროშოკისთვის (US) თავის არიდება, ზარის ხმისა და შუქის (CSb) ერთდროული მიწოდება არ გამოიწვევს ახალი განპირობების ფორმირებას: შუქი არ გახდება პირობითი სტიმული ელექტროშოკთან მიმართებაში.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ., ზიმბარდო, ფ. (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება; თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.