ბიოლოგიური მიმდინარეობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Biological Perspective

აერთიანებს ყველა იმ ფსიქოლოგიურ თეორიას, რომელიც ადამიანის ქცევისა და შემეცნების საფუძვლად ბიოლოგიურ პროცესებს განიხილავს. ბიოლოგიური ფსიქოლოგია შეისწავლის ქცევის ბიოქიმიას, ასოცირებულს ნეიროტრანსმიტერებთან და ჰორმონებთან, მემკვიდრეობითობასა და გენეტიკასტან და შეგრძნებისა და აღქმის ფსიქოფიზიკას. მოცემული მიმდინარეობის შემადგენელი ნაწილებია ფიზიოლოგიური ფსიქოლოგია, ნეირომეცნიერება, ფსიქონეიროიმუნოლოგია  და  ფსიქოფარმაკოლოგია.

ბიოლოგიური მიმდინარეობის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ ადამიანის ქცევათა უმრავლესობა თანდაყოლილია და მათ ადაპტური (ანუ ევოლუციური) მნიშვნელობა აქვთ.

ცენტრალური მახასიათებელია ქცევის ახსნა, მასთან დაკავშირებული ბიოლოგიური პროცესებით.

ადამიანის ქცევის ასახსნელად ბიოლოგიის, კერძოდ, გენეტიკისა და ევოლუციის შესახებ საუბარი ჩარლზ დარვინმა (1859) დაიწყო, როცა ხაზი გაუსვა ბუნებრივი გადარჩევის როლს ადამინის ქცევის ფორმირებაში.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ., ზიმბარდო, ფ. (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება; თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.

კატეგორია: 
ავტორები: