კვლევის სქემა, რომელშიც მონაწილეობს ორი ან მეტი ეკვივალენტური ჯგუფი. ასეთი სქემები, როგორც წესი, გამოიყენება სტატისტიკური ჰიპოთეზების შემოწმებისას, როცა ვიკვლევთ აქვს თუ არა გავლენა ერთ ცვლადს (დამოუკიდებელი ცვლადი) მეორე ცვლადზე (დამოკიდებული ცვლადი). მაგალითად, რაიმე დაავადების მკურნალობის ახალი და ძველი მეთოდების შესადარებლად შეადგენენ ცდის პირთა ორ ეკვივალენტურ ჯგუფს ანუ ისეთი ჯგუფებს, რომლებიც ექსპერიმენტის ჩატარებამდე რაიმე მუდმივი მახასიათებლით არ განსხვავდებიან (როგორიცაა, მაგალითად, ასაკი, სქესი და ა.შ.). შემდეგ ერთ ჯგუფს მკურნალობენ ძველი მეთოდით მეორეს ახალით და ადარებენ გამოჯანმრთელების რომელიმე მაჩვენებლის (მაგალითად სხეულის ტემპერატურის) საშუალო მნიშვნელობებს ამ ორი ჯგუფისათვის. ამ შემთხვევაში კვლევაში მონაწილეობდა სხვადასხვა ადამიანისაგან შემდგარი ორი ჯგუფი, ამიტომ, ეს ცდის პირთა შორის სქემაა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა