ასიმილაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Assimilation

ბიოლოგიაში: ასიმილაცია (შეთვისება) ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესია, რომლის დროსაც  ხდება ცოცხალი ორგანიზმების მიერ გარემოდან მიღებული მარტივი ნივთიერებებიდან რთული ნივთიერებების წარმოქმნა.

ფსიქოლოგიაში: ტერმინი ასიმილაცია გვხვდება შვეიცარიელი ფსიქოლოგის ჟან პიაჟეს (1896-1980) ნაშრომებში, როგორც ადაპტაციის ერთ-ერთი ფორმა. პიაჟე ერთმანეთისაგან განასხვავებს განვითარების ეტაპებსა და მექანიზმებს. განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მექანიზმად კი მიიჩნევს ეკვილიბრაციას. ეკვილიბრაცია ეს არის ბალანსი აკომოდაციასა და ასიმილაციას შორის. ასიმილაცია არის პროცესი,  რომლის დროსაც  ინდივიდი არსებული მენტალური სტრუქტურებით (კოგნიტური სქემების) ახორციელებს ახალი ინფორმაციისა და გამოცდილების ათვისებას ანუ ასიმილაციის დროს  ყოველი გამოცდილება ან იდეა ინტერპრეტირებულია  ინდივიდის არსებული რესურსით, ხდება ინფორმაციის მოდიფიცირება და რესტრუქტურიზაცია, რათა იგი შესაბამისობაში მოვიდეს უკვე არსებულ კოგნიტურ სქემებთან. მაგალითად, თუ ბავშვი პირველად ნახავს თვითმფრინავს, ის მას უწოდებს „ჩიტს“ ანუ თვითმფრინავის ასიმილირებას ახორციელებს საკუთარ უკვე არსებულ “ჩიტების“(ფრინველების) სქემაში.  პიაჟე მიიჩნევდა, რომ გონებრივი ასიმილაცია წააგავს ბიოლოგიური ასიმილაციის პროცესს, რომლის დროსაც ადამიანის სხეული ანაწევრებს  საკვებს და ითვისებს რაც მას სჭირდება, უკვე არსებული ორგანოებისათვის.

ფსიქოლოგიაში ასიმილაციის ცნება ასევე დაკავშირებულია აკულტურაციის ცნებასთან. კანადელი ფსიქოლოგის ჯონ ბერის  (1939-) აკულტურაციული მოდელის თანახმად,  იმის მიხედვით, თუ როგორ მნიშვნელობას ანიჭებს ინდივიდი მშობლიურ  და დომინანტურ/მასპინძელ კულტურულ ჯგუფებთან კონტაქტის შენარჩუნებას, გამოიყოფა ოთხი დამოკიდებულება (attitude), რომელთაც ბერი განიხილავს, როგორც ოთხ აკულტურაციულ მოდელს. ერთ-ერთი მოდელი არის ასიმილაციური მოდელი. ასიმილაციის დროს ადამიანი მთლიანად იზიარებს დომინანტური ან მასპინძელი კულტურის ღირებულებებსა და ნორმებს და უარს ამბობს საკუთარ კულტურულ ღირებულებებსა და ტრადიციებზე. ის კარგავს საკუთარ თავდაპირველ მშობლიურ კულტურას და სრულად ითვისებს ახალ კულტურას.

ლინგვისტიკაში: ასიმილაცია წარმოადგენს ერთი ბგერის სრულ ან ნაწილობრივ დამსგავსებას მეორე, მეზობელ ბგერასთან.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Salkind, N.J. & Rasmussen , K, (2008), Encyclopedia of Educational Psychology. 

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=4869;

კატეგორია: 
ავტორები: