აკომოდაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Accommodation

ბიოლოგიაში: ბროლის სიმრუდის ნებისმიერი ან უნებლიე ცვლილება სხვადასხვა მანძილზე მოცემული საგნების გასარჩევად. ვიზუალური სიღრმის აღქმის ერთ-ერთი მონოკულარული მიმანიშნებელი; ბროლის სიმრუდის ხარისხი იძლევა ინფორმაციას ბადურაზე მოცემული გამოსახულების შესაბამისი ობიექტების დაშორების (მანძილის) შესახებ. ასევე ეწოდება ვიზუალური აკომოდაცია.

ფსიქოლოგიაში:  შვეიცარიელი ფსიქოლოგის ჟან პიაჟეს (1896-1980) ნაშრომებში ადაპტაციის ერთ-ერთი ფორმა. აკომოდაცია წარმოადგენს ფსიქიკური სტრუქტურების ან პროცესების მოდიფიკაციას გარემოს ცვალებად მოთხოვნებთან მორგების (შეგუების) მიზნით. მაგალითად, ჩვილის მიერ მისი პერცეპტული პროცესებისა და ქცევითი რეპერტუარის შეცვლა ახალ სათამაშოზე საპასუხოდ. იხ. ასევე გაწონასწორება. შედარება: ასიმილაცია.

 

ნეირომეცნიერებაში: ნეირონის მიერ მოქმედების პოტენციალის გამოწვევის უნარის დაქვეითება, დაქვეითებული მგრძნობელობა განმეორებადი სტიმულაციის შედეგად. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Colman, A. M. (2006) Oxford Dictionary of Psychology; Oxford University Press, p. 5

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=2450

კატეგორია: 
ავტორები: