მიჩვევა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Addiction

მდგომარეობა, როცა ორგანიზმი ფუნქციონირებისათვის ითხოვს ნარკოტიკს და ნარკოტიკების არ არსებობას თან ახლავს დამანგრეველი, მტკივნეული ფსიქიკური და ფიზიკური რეაქციები.

მიჩვევა ხშირად იწვევს ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისა და ტოლარანტობის ჩამოყალიბებას. მიჩვევის პირველ საფეხურია ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების განვითარება, როდესაც ინდივიდის ცხოვრება მთლიანად მოცულია ნარკოტიკის ძიებით. საბოლოოდ კი ყალიბდება ნარკოტიკების მიმართ ტოლერანტობა, როდესაც პიროვნება იღებს ნარკოტიკების უფრო და უფრო მეტ დოზას, იმისათვის, რომ თავდაპირველ ეფექტს მიაღწიოს.

მიჩვევას თან ახალავს დამახასიათებელი ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური გამოვლინებები, რაც აისახება ინდივიდის პათოლოგიურ მისწრაფებაში, მიიღოს განტვირთვა ნარკოტიკების გამოყენებით. დამახასიათებელია მუდმივი თავშეუკავებლობა, ქცევის კონტროლის დარღვევა, ქცევასა და სოციალური ურთიერთობებთან დაკავშირებული პრობლემების აღიარების დაქვეითებული უნარი. სხვა ქრონიკული დაავადებების მსგავსად, ახასიათებს რეციდივისა და რემისიის პერიოდები. მკურნალობის ან სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართვის გარეშე, დაავადება პროგრესულია და შეიძლება გამოიწვიოს ინდივიდის შესაძლებლობებისა და უნარების შეზღუდვა და, რიგ შემთხვევაში, სიკვდილი.

 

***

გამოყენებული ლიტერატურა

http://www.apa.org/topics/addiction/

http://www.apa.org/research/action/glossary.aspx

http://www.asam.org/for-the-public/definition-of-addiction

კატეგორია: 
ავტორები: