ცდის პირთა შიდა სქემაში ერთსა და იმავე ცდის პირს ზომავენ ფაქტორის ყოველ დონეზე. გაზომვების ეს თანმიმდევრობა ჩარევის მრავალჯერადი ეფექტების მოხდენის შესაძლებლობას ქმნის. ჩარევის მრავალჯერადი ეფექტი მოიცავს როგორც გავარჯიშების, ასევე ჩარევის გადატანის ეფექტს.
გავარჯიშების ეფექტი შესაძლებელია მოხდეს იმის გამო, რომ ცდის პირები შეიძლება გავარჯიშდნენ ან დაიღალნენ ექსპერიმენტის დავალების შესრულებისას. ჩარევის ეფექტი შესაძლებელია მოხდეს მაშინ, როცა ფაქტორის ერთ დონეზე დავალების შესრულება გავლენას ახდენს მეორე დონეზე დავალების შესრულებაზე.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა