სამეცნიერო კვლევა, რომელიც იყენებს ცდის პირებზე მოქმედი ეფექტების შესადარებლად გამარტივებულ მეთოდს. განმეორებითი გაზომვების სქემას ხშირად იყენებენ დროში გაწელილ კვლევებში, რომლებიც ტარდება დროის დიდი პერიოდის განმავლობაში და საგანმანათლებლო ტესტებში. ტერმინს განმეორებითი გაზომვების სქემა ხშირად ანაცვლებენ სხვა ტერმინით - ცდის პირთა შიდა სქემა. განმეორებითი გაზომვების სქემაში იყენებენ ერთსა და იმავე ცდის პირებს ექსპერიმენტის სხვადასხვა პირობაში. ასე რომ, აქ ნაკლები ცდის პირებია საჭირო, ვიდრე ცდის პირთა შორის სქემაში. განმეორებითი გაზომვების სქემას იყენებენ, როცა ცდის პირების მოძიება ძნელია ან როდესაც ცდის პირების მოძიება და მათთვის ინსტრუქციების მიცემა ბევრად დიდ დროს მოითხვოვს, ვიდრე თვითონ ექსპერიმენტული დავალების შესრულება. ამასთან ერთად ამ სქემას იყენებენ, როცა ექსპერიმენტში ცდის პირთა შორის არსებობს დიდი ინდივიდუალური განსხვავებები და მოსალოდნელია, რომ ფაქტორის ეფექტი არ უნდა იყოს ძლიერი. ამ სქემის ნაკლოვანება ისაა, რომ არსებობს ჩარევის მრავალჯერადი ეფექტი, გავარჯიშების ეფექტი და ჩარევის გადატანის ეფექტი.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა