ეს მეთოდი გამოიყენება შერჩევის მონაცემებზე დაყრდნობით პოპულაციის პარამეტრის შესახებ დასკვნის გასაკეთებლად. რადგან პოპულაცია უცნობია, ამიტომ შერჩევით გამოთვლილი სტატისტიკის შეცდომა პარამეტრის რეალური მნიშვნელობის მიმართ უცნობია. ამიტომ, ბუნებრივია ისმის მიღებული შერჩევითი სტატისტიკის ვარიაბელობის (ცვალებადობის) საკითხი.
თვითაწყობა მეთოდის თანახმად, საწყისი შერჩევიდან ხდება იმავე მოცულობის ახალი შერჩევის ამოღება, შერჩეული ელემენტების უკან დაბრუნებით. ამ ახალ შერჩევებს ბუტსრაპის შერჩევები, ბუტსტრაპები ჰქვია. ეს პროცესი ბევრჯერ მეორდება, როგორც წესი, 1000-დან 10000-მდე. მიღებული შერჩევების საშუალებით გამოთვლილი სტატისტიკები საშუალებას გვაძლევენ, შევაფასოთ ამ სტატისტიკის ცვალებადობა. მაგალითად, თუ გვინდა პოპულაციის საშუალოს შეფასება შერჩევითი საშუალოთი, გამოვთვლით თითოეული ბუტსტრაპისთვის საშუალოს და მიღებული რიცხვებით ავაგებთ ჰისტოგრამას, რომლის მიხედვით გავაკეთებთ დასკვნას შერჩევითი საშუალოს ვარიაბელობის შესახებ ანუ შეფასების ცვალებადობის შესახებ.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა