ხელმისაწვდომი შერჩევა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Convenience Sampling

ცდის პირების ისეთი შერჩევა, რომელიც მკვლევარისათვის უფრო ხელმისაწვდომია ან ხელსაყრელია. ამ მეთოდის არსი ისაა, რომ შეირჩევა გენერალური ერთობლიობის (პოპულაციის) ნებისმიერი წარმომადგენელი. ასეთი შერჩევა არ არის რეპრეზენტატიული (წარმომადგენლო­ბი­თი), მაგრამ მოითხოვს მინიმალურ დანახარჯებს. ცალკეულ შემთხვევებში, როცა პოპულაცია გამოირჩევა მაღალი ერთგვაროვნებით, როგორიცაა მაგალითად, ადამიანების გარკვეული მარგინალური ჯგუფები ან ადამიანთა ცხოვრების ინტიმურ მხარეთა შესწავლისას, ხელმისაწვდომი შერჩევის გამოყენება შეიძლება, მისაღები აღმოჩნდეს. ყველაზე ხშირად ამ ტიპის შერჩევას იყენებენ  მასობრივი ინფორმაციის საშუალებების აუდიტორიის გამოკვლევაში თვით ამ ინფორმაციის საშუალების გამოყენებით, აგრეთვე ინტერაქტიურ გამოკითხვებში რადიოთი, ტელევიზიით და ინტერნეტით.  

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: