ეკვივალენტური ჯგუფები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Equivalent Groups

ცდის პირთა ჯგუფები, რომლებიც, სავარაუდოდ, არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან რაიმე მუდვივი მახასიათებლით ექსპერიმენტის ჩატარებამდე ანუ დამოკიდებული ცვლადის მიწოდებამდე. იგულისხმება, რომ ასეთი ჯგუფების შესაქმნელად გამოიყენება მიუკერძოებული პროცედურები და ჯგუფებს შორის არსებული ნებისმიერი განსხვავება დამოუკიდებელი ცვლადით მანიპულაციამდე მხოლოდ შემთხვევითია.

მაგალითი: მოქმედებს თუ არა დიეტა ქოლესტერინის დონის დაწევაზე? ეკვივალენტური ჯგუფების მისაღებად ერთსა და იმავე ასაკის, ჯანმრთელობის მქონე 40 ადამიანი შემთხვევით გაანაწილეს ორ ჯგუფში. ცნობილი იყო რომ ყველა ეს ადამიანი ერთნაირად იკვებებოდა. ამ ადამიანების გვარები წინასწარ ჩამოწერილი და ჩადებული იყო ყუთში. საკონტროლო ჯგუფში შეიყვანეს ის პირები, რომელთა გვარები ჩაუხედავად ამოღებული იყო ყუთიდან, დანარჩენები მოხვდნენ ექსპერიმენტულ ჯგუფში.  საკონტროლო ჯგუფის ადამიანები ჩვეულებრივად იკვებებოდნენ, ექპერიმენტული ჯგუფის ადამიანები იცავდნენ ერთსა და იმავე დიეტას. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: